“კუპონა” ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს!
ნაც.მოძრაობა დატოვა, მარგამ სულით და გულით მუდამ იქაა. ქართული ეროვნული ვალუტის “კუპონის” კრახის ავტორი და საზოგადოებაში ამავე მეტსახელით წოდებულ მრავალგზის დეპუტატს, რომან გოცირიძეს სჯერა, რომ საქართველო ” სრულ პოლიტიკურ საერთაშორისო იზოლაციაშია”.
- “ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც ცოტა ხელი უნდა გაანძრიოს, თავისით არაფერი არ მოდის”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
ვირეშმაკა პარლამენტარი “ცოტა ხელის განძრევაში, თავისით რომ არაფერი გამოდის”, რეალურად სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობს და იმის უკანალი არ აქვს, ღიად რომ თქვას.
- „ევროპარლამენტში უკვე შემოდის ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია, რომ ქართველი ხალხი სხვა არის, საქართველოს ხელისუფლება- სხვა.
- ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ამას ამტკიცებს მისი აქტივობა და გამოკითხვები, ხოლო „ქართულ ოცნებას“ უნდა ივანიშვილის ფული და რუსეთი.
- მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს, ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი. ეს არის ისტორიული ფრაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედების შემფასებელი იქნება, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომი პერიოდი ისტორიის წიგნებში დაიწერება, ერთი თავი იქნება ასეთი, რაც თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ „ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას“. ერთი წელი გავიდა ამ სიტყვებიდან და ეს სულისკვეთებაა მთელ მსოფლიოში.
- სრული პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაცია – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა. როცა შიგნით არ გაქვს მორალური უპირატესობა არ გაქვს და საგარეო მხარდაჭერა არ გაქვს, ასეთი ხელისუფლებები, როგორც წესი მთავრდებიან და მიდიან ისტორიულ სანაგვეზე.
- ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამაცცოტა ხელი უნდა გაანძრიოს, თავისით არაფერი არ მოდის“, – განაცხადა გოცირიძემ.