საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პესკოვი: აშკარად ხილული ხელი  მართავს პროცესებს საქართველოში ! – თბილისი 24
9 მაისი 2024

პესკოვი: აშკარად ხილული ხელი  მართავს პროცესებს საქართველოში !

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  აშკარად ხილული ხელი  მართავს საქართველოში პროცესებს.

  •   ” ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი – არ შეიძლება ითქვას , რომ “უხილავი”, ეს საკმაოდ თვალსაჩინოა, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს. ის არ მიმართავს ქართველებს  საქართველოდან, ის მიმართავს ამერიკიდან – რომლის რაღაც თვალსაჩინო ხელი გულმოდგინედ ცდილობს იქ ანტირუსული ელემენტების დამატებას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, არსებობს პროვოკაციების რისკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსკოვი ძალიან ფრთხილად და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს რაც ხდება საქართველოში.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და აღნიშნა, რომ კრემლი ხედავს  ქართველი დეპუტატების გადაწყვეტილებას, ამოიღონ კანონპროექტი, რომელმაც პროტესტი გამოიწვია განხილვიდან.