19 მარტი 2025

დაოკდი სიხარულით სახეგაბადრულო ალქაჯო, სანამ ვეტო აქეთ დაგადო ქართველმა ხალხმა!

სალომე ზურაბიშვილი  საზოგადოებას გამარჯვებას ულოცავს და საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ  არ გაბედოს მომავალში შერიგებული საზოგადოების კვლავ პოლარიზება.

  • „მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა მთელს საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება.
    მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას მიღებულს ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი.
    ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის.
  • თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია.
  • ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზოურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადება დეპოლარიზაციის შესახებ მარტივად რომ ვთქვათ სიცრუეა. არანარი პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არსებობს.

ან, როგორ შეიძლება ერთ საზოგადოებად მოიაზრო მკვლელის, მწამებლის, ფაშისტ სააკაშვილის მეხოტბე, სექტად ქცეული საზოგადოება და საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი?

საზოგადოების, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია გამუდმებულ ფსიქოლოგიურ წნეხში, ტერორშია “ნაციონალური მოძრაობის” ყოველწიური კონტრევოლუციური , ძალადობრივიმუქარების გამო?

საზოგადოებას, რომელსაც, იმიტომ რომ არ არის  მათი ინტერესების მონური, უსიტყვო შემსრულებელი , ამერიკის სალჩოდან ფაქტობრივად აიძულებენ თანაიცხოვროს მოძალადესთან!

რომელ დეპოლარიზაციაზე საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი,როცა უფსკრული საზოგადოებაში უფრო და უფრო ღრმავდება მისნაირი უთავმოყვარეო,უზნეო პოლიტიკოსები გამო?

როცა, რომ არა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის,არსებული ხელისუფლების დიდი ხათრი, პატივისცემა, პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდებოდა მათი უზნეო საქციელისგან ყელში ამოსული, გაბრაზებული საზოგადოება!

დაოკი, სიხარულით სახეგაბადრულო ქალბატონო მადამ პღეზიდენტო, თორემ ვეტო შესაძლოა შენს ჭიშკარს დაადოს  შენი უმსგავო საქციელებით გაბეზრებულმა ქართველმა ხალხმა!