პრემიერი: სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია
სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია – ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი პარლამენტის გადასაწყვეტია.
- „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით იმ კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა.
- ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს.
- ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განაცხადა პრემიერმა.