ამ სამარცხვინო პროცესში, “Credit Suisse”-მა და მისი სახით, ე წ. თავისუფალმა სამყარომ, უნებლიეთ აღიარა ბიძინა ივანიშვილი, როგორც დიდი ქველმოქმედი!
“Credit Suisse”-ის” “ჰიპერმზრუნველობამ” ბიძინა ივანიშვილის შთამომავლობაზე, საბოლოოდ დამარწმუნა, როგორი მაღალია შვეიცარიაში სხვა ქვეყნის ჯერ არდაბადებულ მოქალაქეებზე “ზრუნვის და ჭმუნვის” კოეფიციენტი.
კიდევ კარგი ბიძინა ივანიშვილს სრულწლოვანი შვილები ჰყავს, თორემ შვეიცარიის ბანკი და “კოლექტიური დასავლეთი,” ნინო ჯილდოთმპყრობელ ლომჯარიას ხელით, მას მამობას ჩამოართმევდა, მის შვილებს კი, მინდობით აღზრდაში ‘‘საქართველოს თვითმარქვია დედა-დედოფალს” – კელი დეგნანს გადასცემდა. )))))))
როგორც ივანიშვილის იურისტები აცხადებენ, ბანკის მხრიდან თანხის გადმორიცხვის დაგვიანება მოგონილი თანმიმდევრობით უკავშირდება:
„აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“;
გადარიცხვის დანიშნულებას (ბანკს არ მოსწონდა თანხის ”ქართუ” ფონდისთვის გადარიცხვა. ივანიშვილის შეთავაზება, რომ მათ საკუთარი შეხედულებისამებრ, მისი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის გადაერიცხათ თანხა, რეაგირების გარეშე დარჩა);
ევროპარლამენტის დაუსაბუთებელ და სამარცხვინო რეზოლუციას;
️️ტრასტის დახურვას (”Credit Suiss“- ის მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებულია გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულებაა მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება. ბანკი იმიზეზებდა, რომ ტრასტის მართვის ქვეშ არსებული თანხების უდიდესი ნაწილის გადარიცხვა, გამოიწვევდა მის დახურვას. თუმცა, ტრასტის მართვაში ერთი დოლარიც რომ დარჩეს, ის მაინც აგრძელებს არსებობას. უფრო მეტიც, ტრასტი არსებობს მანამ, სანამ მის დახურვას ბენეფიციარი არ გადაწყვეტს. ერთი წელია, რაც ბანკმა ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა. ივანიშვილის შეკითხვაზე, თუ ვინ მართავს მის ფულს და ვის უხდის ის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, “Credit Suisse“ არ პასუხობს);
️ივანიშვილის შთამომავლებზე ზრუნვას (?!). ”თქვენი მხრიდან თანხის ქველმოქმედების მიზნით გადმორიცხვის მოთხოვნა, ჯერ კიდევ დაუბადებელი შთამომავლების ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი. უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიან” – შფოთავს შვეიცარიული ბანკი.
ამ სამარცხვინო პროცესში, “Credit Suisse”-მა და მისი სახით, ე წ. თავისუფალმა სამყარომ, უნებლიეთ აღიარა ბიძინა ივანიშვილი, როგორც დიდი ქველმოქმედი.
კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ნაცმკვლელთა ობუდსმენად და ხელისუფლების მიმართ ბრალმდებლად ქცეული ევროამერიკული პოლიტისტებლიშმენტი, ჩვენი ქვეყნის და უმრავლესობის არჩევანის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით, კანონის იგნორირებით და სააკაშვილის სისხლიანი, 9 წლიანი რეჟიმის მხარდაჭერით, კარგა ხანია გასცდა სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, საკუთრების დაცვის – დასავლური ფასეულობების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს და მათი ქმედებები, ევროპული “ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავს,” დამამცირებელ, ქუჩურ გარჩევას დაემსგავსა.
მაია ელოშვილი