რუსეთი დამარცხდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
უკრაინის არმია უძლიერესია მსოფლიოში, უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს – ასეთი სახის მესიჯები მრავლადაა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საჯარო გამოსვლებში. და არა მხოლოდ ლიდერების- ფსიქოზის, ვირუსის სახითაა მოდებული მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს.
მცირეოდენი ეჭვისშეტანაც კი „უკრაინის ძლევამოსილ გამარჯვებაში“ , კრემლის აღებაში, რუსეთის დაშლაში და ა.შ. რუსული ნარატივია და ყოვლად მიუღებელია.
ძალიან კარგად იციან ორატორებმა ამ აბსურდის შესახებ, მაგრამ, ასეთია ბატონის ბრძანება – წაქეზება, შეგულიანება, ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე, ერის გენოფონდის განადგურებამდე…
მაგრამ, ადრე თუ გვიან, როცა იქნება დადგება დრო, როდესაც მწარედ მოტყუებულ, დამარცხებულ, განადგურებულ, სამშობლოს გარეშე დარჩენილ უკრაინელ ხალხს, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველებს, ეტყვიან : გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ, მიუხედავათ ცოცხალი ძალის დანაკარგის, ტერიტორიების დაკარგვის , თქვენ გმირულად იბრძოლეთ, დაასუსტეთ, დაამარცხეთ რუსეთი, კიდევ ერთხელ დაანახეთ მსოფლიოს მისი ჭეშმარიტი სახე, თქვენ ღირსი ხართ გახდეთ „ევროპული ოჯახის ნაწილი“!
რუსეთის მიერ მიერთებულ ტერიტორიებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ეს დროებითია, მთავარია თქვენ ღირსეულად იომეთ და ევროპულ მომავალს, ღირებულებებს, ევროპულ თავისუფლებას შეწირეთ 100.000- ზე მეტი ჯარისკაცი.
ღირს კი ამის ფასად? გონიერი ქვეყნის მმართველისათვის არა. მისი ვალია ქვეყანა განადგურებას, გადაარჩინოს, ისე, როგორც გემის კაპიტანმა, რომელიც აუცილებლად აარიდებს ხომალდს აისბერგს, რომელიც დაამსხვრევს და ოკეანის ფსკერზე ჩაუშვებს გემს, მაგრამ, დასავლეთისთვის, ამერიკისთვის რა თქმა უნდა ღირს, ისინი ხომ საკუთარს არაფერს რისკავენ, არაფერს წირავენ, გარდა ამერიკული მწვანე ქაღალდის , რომლის ნახევარიც ისევ თავისია.
მათთვის მთავარი იყო -რუსეთის სხვისი ხელით ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით დასუსტება, ღირდა რათქმაუნდა, მაგრამ დღეს უკვე დასავლეთიც კი აშკარად ხვდება რომ აბსურდულმა სანქციებმა, რომელმაც ბუმერანგის სახე მიიღო, წარმოებულმა ომმა, უკუშედეგი გამოიღო.
უკრაინის საომარი თეატრი საგამოცდო პოლიგონად იქცა თანამდეროვე სახეობის რუსული თუ ამერიკული იარაღისთის, გაიაფდა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა, შვილად აყვანის დასავლური ბიზნესი..
ითვალეთ თქვენ რუსული დანაკარგები! ღიად, საჯაროდ განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ, რომ მათი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ნებისმიერ საომარ კონფლიქტში არმიის 10 % ცოცხალი ძალის დანაკარგი „ტექნიკურ დანაკარგად“ ითვლება და მხედველობაში არ მიიღება, არანაირ გავლენას არ ახდენს ბრძოლისუნარიანობაზე, ანუ, მაშინ დაფიქრდებიან და შეცვლიან ბროლის ტაქტიკას, როდესაც „დაუბრუნებელი დანაკარგი“ 200.000-ს ჯარისკაცს გადაცდება.
რუსეთის მიერ „ბრძოლის ტაქტიკის შეცვლა“ თუ, რას ნიშნავს, იცის ამერიკამ და აქტიურად აქეზებს მარიონეტულ რეჟიმებს იქნებ, ჩაათრევინოს რუსეთი, ბოლომდე გაანადგუროს არა მხოლოდ რუსეთის, მთელი დასავლეთის ეკონომიკა.
ვერ გამოიტანა ბებერმა ევროპამ დასკვნები მეორე მსოფლიო ომის შედეგებისგან, რომ ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა, გამდიდრდა, ხელი მოითბო ამ ომით ეს ამერიკა იყო და რომ არა 1939-1945 წლის მსოფლიო ომი, 1933 წლის ფინანსური კრიზისი ჩაყლაპავდა, გააქრობდა, გადაიყოლებდა ამერიკას, რომ დიდწილად სწორედ ამერიკულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი ევროპაში ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის აღორძინებას და ასეა ახლაც!
გადახედონ ისტორიულ წყაროებს, საარქივო დოკუმენტებს მაინც ენდონ რევანშის ჟინით გაბრუებული გერმანელები, ვინ წააქეზა ჰიტლერი, რომ შეეცვალა, ჩრდილოეთის ნაცვლად აღმოსავლეთით განეხორციელებინა „ბლიც კრიგი“?!
დასავლური სტანდარტით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მცირეოდანით მაინც თუ დააფიქრებს საზოგადოებას არსებული კონფლიქტის არსის შესახებ, გამოხატავს განსხვავებულ პოზიციას , თუნდაც ეს სტატიაც „ კრემლის პროპაგანდის ნიმუშია“, „ ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას ემსახურება და მომენტალურად იბლოკება „დემოკრატიულ“ საინფორმაციო წყაროებში.
სამწუხაროდ, ასეთია ტვინების გამორეცხვის თანამდროვე ამერიკული ტაქტიკა: მტერია, მოღალატეა, პრო-რუსია, კრემლის აგენტია, ყველა , ვინც არ ეთანხმება მოვლენების მათ მიერ გავრცელებულ და შეთავაზებულ ინტერპრეტაციას.
არჩევანი თქვენზეა მკითხველო, შეგიძლიათ ბრმად გჯეროდეთ დასვლურ- ამერიკული პროპაგანდის , ენდოთ „ ნეზალეჟნაიას“ უპირობო გამარჯვებას, მაგრამ არ შეიძლება გქონდეთ საკუთარი აზრი. გახსოვდეთ, ყველა სხვა განსხვავებული მოსაზრება პრორუსული და კრემლისტურია, სათაურიც ამიტომ ასეთია: რუსეთი დამარცხდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!