კამალა პუტინს ერთი ადგილით დაკიდებით ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა გამოიკვლია და ოფიციალურად “დაადგინა”, რომ რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა და პუტინს პასუხისგებით დაემუქრა.
- „გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჰარისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას.
- „ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ ხელმძღვანელებს, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა – თქვენ პასუხს აგებთ!“ – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.