აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი საქართველოში რევოლუციას აანონსებს! (ვიდეო)
რუსი პრანკერები ლექსუსი და ვოვანი პოროშენკოს სახით აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს მარკ თომას ესპერს ესაუბრნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინელები “ბინძურ საქმეს ასრულებენ, რომლის ხილვა ამერიკის ტერიტორიაზე არავის სურდა” და იმედოვნებს, რომ რუსეთსა და მისი გავლენის სფეროს დაქვემდებარებულ ქვეყნებში, ისეთი როგორიც საქართველოა, რევოლუცია მოხდება.
- “პოროშენკო: ყველაფერი შეიცვლება თუ რუსეთში მოხდება რევოლუცია, ჩვენ ამას ველოდებით.
- აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ჩვენც ველოდებით. ეს ეხება მოლდოვას, საქართველოს. რუსები არიან აზერბაიჯანში, სომხეთში, აფრიკაში. ისინი პრობლემას წამოადგენენ. საფრთხეა პუტინი,”- აცხადებს აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი ესპერი.