ალასანია: ეს იყო ერთგვარი ტაქტიკა, ამით ჩემმა შვილმა იხსნა საქართველო ოკუპაციისგან!
პროფესორ ალასანიას განცხადებით ტექნიკური უნივერისტეტის გასხვისებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ საქართველო იხსნა ოკუპაციით გამოწვეული შესაძლო შედეგებისგან და არ ესმის თუ რატომ არის სახელმწიფო ქონების გასხვისებით ატეხილი ამხელა ამბავი საზოგადოებაში.
- „ რომ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი როგორ გადაუხადა ალასანიამ მილიონი დოლარიო, ამაზე დეტალურად ხომ გიპასუხეთ, ეხლა რატომ გადასცა სააკაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაო..
ჩემმა შვილმა გადაარჩინა საქართველო ოკუპაციას, მაშინ იყო საშიშროება იმის, რომ რუსები შემოსულიყვნენ. ეს იყო ერთგვარი ტაქტიკა იმ დროს, ასე ადვილად პრეზიდენტის ოჯახს და ქონებას ვერ შეეხებოდნენ. ამიტომაც მოხდა ამ ქონების გადანაწილება, ცნობად ადამიანებზე, რომ რუსებს არ წაეღოთ. ეხლა გესმით ესა? რა , მარტო მე მაქვს გგონიათ 1 ლარად გადმოცემული? ან, სულ სახელმწიფო ქონება ხომ არ იქნებოდა? ძაან კარგად იციან ესა. ამიტომაცაა ესე გააფთრებული პუტინი და აძლევს დავალებას მთავრობას და ივანიშვილს, რომ მოხდეს ჩემი შვილის ყოველმხრივი დისკრედიტაცია. ეს დაიმსახურა მიშიკომ? ისტორიას არ ახსოვს ესა, რომ საქართველოს გადამრჩენელს, დამაარსებელს რაღაც კაპიკებზე ედავებოდნენ, წარმოგიდგენიათ? “- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია.