საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" CNN სააკაშვილის სიმულაციის ახალ კადრებს ავრცელებს ( ვიდეო) – თბილისი 24
23 თებერვალი 2024

CNN სააკაშვილის სიმულაციის ახალ კადრებს ავრცელებს ( ვიდეო)

CNN მსჯავრდებული ექსპერეზიდენტის, მიხაილო სააკაშვილის სიმულაციის ახალ კადრებს ავრცელებს, სადაც  “ვივამდის” მედ.პერსონალის და საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა სახეები დაუფარავად ჩანს.  რათქმაუნდა, მას ყველაფრის უფლება აქვს. 

CNN ასევე  ასკვნის, რომ ” საქართველო პოლიციური სახელმწიფოა”, სააკაშვილის ამბავი – ეს არის ამბავი სიკეთე-ბოროტების წინააღდეგ”,  ” ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი  აშკარად კი პუტინის წარმომადგენელია”.

  • “მას პოლონეთი წაიყვანს, საფრანგეთი, აშშ. ცხადია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნახა სააკაშვილის ფოტოები. უკრაინა წაიყვანს მას სამედიცინო მკურნალობისთვის. ის სასწრაფო გადაყვანას საჭიროებს და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის მოხდება თუ არა მისი დაზიანებული ტვინის შემობრუნება.
  • ეს არის ამბავი სიკეთე-ბოროტების წინააღდეგ, პოლიციური სახელმწიფო თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ რეგიონში დემოკრატია სააკაშვილმა მიიტანა. მოხდა ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება პირველად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როდესაც მან გადასცა ძალაუფლება მოქმედ ხელისუფლებას – ქართულ ოცნებას, რომელიც იმართება, რომლის არქიტექტორიც არის ბიძინა ივანიშვილი – ოლიგარქი, აშკარად პუტინის წარმომადგენელი.
  • ჩვენ გვჭირდება აშშ-ის და მისი მოკავშირეების დახმარება. აშშ ათეულობით მილიონ დოლარ დახმარებას აძლევს საქართველოს, რათა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ პროგრამებს, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემას. აქ ჩვენ გვჭირდება რეალური ძალისხმევა, დახმარების შეჩერება, სანქციების დაკისრება, სავიზო შეზღუდვები – ეს არის ასპექტები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მისი გათავისუფლების დასაჩქარებლად.”,- ამბობს დანჯელო. [თარგმანი: “ფორმულა”]