უსრუსლა ფონ დერ ლაიენ : ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს!
უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- ” რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ. პირველი – სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდომირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს რუსეთში და საზღვარგარეთ. თქვენ ამას დაჟინებით ითხოვდით, ჩვენ გავიგონეთ”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.