თურქეთის შს მინისტრი აშშ-ს ელჩს: გაწიე შენი ბინძური ხელები თურქეთისაგან!
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თურქეთში აშშ-ს ელჩს მიმართავს და აფრთხილებს, რომ შეეშვას თურქეთში არეულობის და გადატრიალების მოწყობის მცდელობას. ” გაწიეთ ბინძური ხელები თურქეთისგან, სწორედ, ამერიკის საელჩო მართავს სრულიად ევროპას!”,- აცხადებს სოილუ.
- “მკაფიოდ ვეუბნები ამერიკის ელჩს – გაწიე შენი ბინძური ხელები თურქეთისაგან! მე კარგად ვიცი რაც გააკეთეთ, რა ნაბიჯები გადადგით და როგორ გწადიათ შეარყიოთ თურქეთი. გაწიეთ თქვენი ბინძური ხელები და ღიმილის ნიღბით დაფარული მახინჯი სახეები!
თურქეთისათვის ყველაზე დიდი უბედურება მრავალი წლის განმავლობაში არის ამერიკის საელჩო და ელჩი, რომელიც დღემუდამ იმის ფიქრშია – როგორ ავნოს თურქეთს.
ამერიკის ელჩი იბარებს ევროპული ქვეყნების ელჩებს, ჟურნალისტებს და აძლევს რჩევა-მითითებებს თუ როგორ მიაყენონ ზიანი ჩვენს რესპუბლიკას. - იგივეს აკეთებენ ამერიკელები ევროპაშიც – სწორედ, ამერიკის საელჩო მართავს სრულიად ევროპას.
- ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ თურქეთისათვის “კისრის მოგრეხას” ,მაგრამ ეს არ გაუვიდათ, რადგან რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მათ არ მისცა ამისი საშუალება.
- რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არ უზიარებენ თურქეთს სადაზვერვო ინფორმაციებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.”
ცნობისათვის – მიწისძვრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და შვეიცარიამ გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები თითქოსდა თურქეთში “ტერორისტული აქტების საფრთხის შესახებ” და მოუწოდეს მათ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. ხსენებულმა ქვეყნებმა სასწრაფოდ დახურეს საკონსულოები და შეწყვეტეს ფუნქციონირება, ხოლო დიპლომატებმა სასწრაფო წესით საკუთარ ქვეყნებს მიაშურეს.