12 სექტემბერი 2024

გაერო-ს გენ.მდივანი: მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ მიემართება

მშვიდობის პერსპექტივები მცირდება, შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შანსები კი სულ უფრო იზრდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

  • ვშიშობ, რომ მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ არა ძილის მდგომარეობაში მიემართება, არამედ ამას ფართოდ გახელილი თვალებით აკეთებს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მშვიდობის სხვა საფრთხეებზეც ისაუბრა, მათ შორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ავღანეთზე, მიანმარზე, საჰელსა და ჰაიტიზე.

  • ”თუ ყველა ქვეყანა შეასრულებს [გაერო-ს] წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, მშვიდობის უფლება გარანტირებული იქნება,” – აღნიშნა გუტერეშმა.