იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს
სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს წერილები სტალინს
1.”ნება მიბოძეთ, თქვენი დაბადებიდან სამოცი წლის შესრულებულ ზატიკობაში, დავიდო წილი საქართველოს მწყემსმთავართა უხუცესმა და განგიცხადოთ ზრახვანი გულისა ჩემისანი.
თქვენ, სიჭაბუკითგანვე არა სცანი ძილი თვალთა, რული წამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლთა მოსასპობად.
ამისათვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა თვისთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით.”
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე
1939, 14 დეკემბერი
2.”საქართველოს საკათოლიკოსო მორწმუნენი სამღვდელოება, რომელთაც ეს ეს არის განაახლეს ეკლესიურ-კანონიკური ურთიერთობა მოსკოვის პატრიარქთან მოგესალმებიან თქვენ ოქტომბრის რევოლუციის 26-ე წლისათვის გამო. გილოცავენ კიევის რუსეთის ქალაქთა დედის განთავისუფლებას ფაშისტური მონობისაგან, ევედრებიან უზენაესს განაგრძოს დღენი თქვენნი მრავალსა წელსა საყვარელ სამშობლოს საკეთილდღეოდ და მალე წითელ არმიასს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ სრულიად განეწმინდოს მტერთაგან ჩვენი წმიდა სამშობლო.”
1943 წ. 13.XI.
3. “კაცთა შორის რჩეულო, ჩემო მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება. ალბათ, ამის ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაანდერძევი ქართული კულა წარწერით: “იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელი მწყემსის კალისტრატე კათალიკოს-პატრიარქისაგან”.
1948 21 ივლისი.
4.”კაცთა შორის რჩეულო დიდო ქართველო, მოგართმევთ რა საქართველოს ეკლესიის კალენდარს 1948 წლისათვის, მოკრძალებით გთხოვთ, შეჰრაცხოთ იგი საახალწლო ძღვნად და დაფაროთ გაპარული შეცდომები თქვენთვის ჩვეული სულგრძელობით.”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე
- 17 ნოემბერი