ექსკლუზივი: კეზერამ “ფორმულა” სამ ასოზე გაუშვა!
“თბილისი 24”-ის ინფორმაციით ტელეკომპანია “ფორმულაში” ფინანსური კრიზისია. ოლიგარქმა კეზერაშვილმა „ფორმულას“ ნაცმოძის თავმჯდომარედ ხაბეს არჩევის შემდეგ დაფინანსება შეუწყვიტა. ასლანის ძაღლების გამსეირნებელი თარგამაძე სამ ასოზე გაუშვეს.
- -“კეზერამ თავისი გაინაღდა და აღარ აინტერესებს გაბაზრებული “ფორმულა”, ფსონი “ჭუტავიზიაზე” დადო. გუშინ 25-მა ოპერატორმა დატოვა ტელევიზია, უახლოეს მომავალში წამყვანი სახეებიც დატოვებენ არხს. ვენდეთ და გადაგვაგდეს, უამრავი ოჯახი დაგვტოვეს საბანკო კრედიტების ვალებში ულუკმაპუროდ“,- გვიამობს “ფორმულას” ერთ-ერთი თანამშრომელი.