აზერბაიჯანული მანათი საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საგადამხდელო საშუალება იქნება?
მაღალი რანგის წყაროს ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლებიდან, მთავრობას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად უკვე შემუშავებული აქვს ურთიერთდახმარების გეგმა ამერიკული სანქციების შემთხვევაში “აზერბაიჯანული მანათის”,(მეორეს მხრივ “ქართული ლარის”) როგორც სარეზერვო ვალუტის ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერ საგადამხდელო საშუალებად აღიარებისათვის.
ეს იქნება პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირ მუქარაზე, რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების დადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ერთადერთი სანქცია, მთავარი კოზირი, რაც ამერიკელებს გააჩნიათ , ეს არის ლარის „ჩახსნა“ დოლარისგან და ერთ დღეში კუპონის ბედის გაზიარება.
აშშ პირდაპირ , უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და როგორც მის კოლონიას, უკეთეს შემთხვევაში ერთ-ერთ შტატს უკრძალვას სხვა სახელმწიფოსთან რაიმე სახით კონტაქტს და სანქციებით ემუქრება.
- – „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს.
- მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა “ლარი” შემოღებულ იქნა 1995 წლის 25 სექტემბრიდან, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
1 აშშ დოლარი დღევანდელი კურსით 1,69 აზერბაიჯანული მანათია.