რატომ ვერ დამარცხდება რუსეთი დასავლეთთან ომში?
რატომ ვერ დამარცხდება რუსეთი დასავლეთთან არ გამოცხადებულ ომში?
დღეს ბევრი ე.წ. ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ „რუსეთ -უკრაინის ომში“ რუსეთი სასტიკად დამარცხდება და ნიშნის მოგებით წუხს საქართველოს „პრორუსული“ ხელისუფლების ბედზე.
თავიდანვე ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ამას დასვლელი თუ ქართული მედია საშუალებები უწოდებენ, არამედ ეს არის აშშ- ევროკავშირის ღია ომი რუსეთის წინააღმდეგ.
სამხედრო კონფლიქტში უკრაინული მხარე იყენებს ამერიკულ და დასავლურ სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არიან მოხალისეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, უკრაინა ფინანსდება მილიარდობით დოლარით ამერიკიდან, ევროკავშირიდან.
ეს არის ომი ორ ცივილიზაციას, ორ სამყაროს, განსხვავებულ ღირებულებებს და ხედვებს შორის. უფრო მეტიც, ირიბად თუ პირდაპირ, ეს არის ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ!
რატომ ვერ და არ დამარცხდება რუსეთი ?
– მიუხედავად იმის, რომ რუსეთი დღეს მარტოა ბრძოლაში, მას გააჩნია განუსაზღვრელი სამხედრო, ადამიანური რესურსი წლობით აწარმოოს ომი მართლაც „ბოლო უკრაინელამდე“, რასაც თავად ამერიკელების მარიონეტი, უკრაინის პრეზიდენტად წოდებული მასხარაც ადასტურებს.
შეიძლება კონფლიქტში ღიად არ დაფიქსირდეს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ფარულად, მთელი თავის რესურსით რუსეთის მხარეს დგას – ბელორუსი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მრავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ბრიქსის წევრი ქვეყნები და რაც მთავარია ჩინეთი, რადგან მათი ქვეყნების ხელმძღვანელობა კარგად ხვდება, რომ რუსეთის განადგურების შემდეგ ჯერი მათზე მიდგება.
რა კარტ -ბლანშს აძლევს რუსეთს დასავლეთის მიერ ინსპირირებული და წარმოებული ომი?
- რუსეთს ეძლევა სრული უფლება მთელი თავის რესურსით დაეხმაროს ნებისმიერ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ სახელმწიფოს აშშ- ევროკავშირის წინააღმდეგ შესაძლო წარმოებულ სამხედრო კონფლიქტში, ( მაგალითად, ირანს,თურქეთს)
- რუსეთს ეძლევა სრული უფლება ძალისმიერი გზით შეცვალოს, დაიცვას, დააფინანსოს, გააძლიეროს ნებისმიერი რეჟიმი -ნებისმიერ სახელმწიფოში, ისე, როგორც ამას აწარმოებენ ამერიკელები უკრაინაში,
- რუსეთს ეძლევა სრული უფლება უკრაინის ტერიტორიაზე გამოცადოს თანამედროვე სამხედრო შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკური მიღწევები, ისე როგორც ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები,
- რუსეთს ეძლევა საშუალება გათავისუფლდეს ათეული წლების მანძილზე თავსმოხვეული ევრო- ვალდებულებებისაგან, ამიტომ ის გააგრძელებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, გაერთიანების დატოვებას, სადაც დომინირებს ამერიკული ინტერესები და ხელს უშლის რუსეთს საკუთარი ინტერესების განხორციელებაში,
- 2023 წლის 11 იანვრის მონაცემებით ევროპის ქვეყნებში რეგისტრირებულია 7,86 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი. (1,54 მილიონი პოლონეთში, 1,02 მილიონი გერმანიაში, 472 ათასი ჩეხეთში, 173 ათასი იტალიაში, 159 ათასი ესპანეთში),რაც ანგრევს ამ ქვეყნების ეკონომიკას, თუ ამ რაოდენობას უახლოეს მომავალში დამეტება დაახლოებით ამავე რაოდენობის დევნილი ირანიდან, ეს გამოიწვევს ევროული ქვეყნების ეკონომიკების სრულ კოლაფსს,
- ფაქტია, ხელისუფლებების მიერ ხელოვნურად შემცირებული ფასები აშშ-ს და ევროპაში – საწვავზე, ბუნებრივ აირზე დიდხანს ვერ გასტანს და გამოიწვევს მასობრივ გამოსვლებს და უკმაყოფილებას,
ამიტომაც, დაელოდეთ მოვლენებს, დიდი ალბათობით საქართველოს „პრორუსულ „ ხელისუფლებას , რომელიც ვალდებულია იზრუნოს საკუთარ ამომრჩეველზე,მოუწევს რუსეთის დაქცევის მომლოდინე საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის დროულად მოიმარაგოს შოკისგან დამცავი ბროწეულის ოყნები!