7 დეკემბერი 2024

Speiegel: მახრჩობდნენ, მცემდნენ, მოამტყუეს ვანიჩკა გიძახისო!

გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში შემოპარვის  და პატიმრობის შესახებ  მორიგ სიცრუეს ავრცელებს. ამბობს, რომ  საპყრობილეში შუაღამეს მას ბადრაგი მიუგზავნეს მოსახრჩობად და ციხის საავადმყოფოში ცემეს. დარწმუნებულია, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, სავარაუდოდ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ადამიანები, ვინც ათასობით მომხრის  ვარდებით დახვედრას უანონსებდა,  მათ შორის დედის მაგინებელი ნიკანორ მელია და პუბლიცისტი  თამარ ჩარკვიანი  რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართვისას  ქართული ენაზე საუბრის უარის შემდეგ, საქართველოსაც  ” მისი დაბადების ქვეყანად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ” დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”.

  • ” საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი – ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ…

საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

  • რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, – თქვა სააკაშვილმა.

ტოქსიკური მსჯავრდებული  საქართველოს ” ჩემი დაბადების ქვეყანად” მოიხსენიებს და რუსეთის ფარულ მოკავშირედ მიიჩნევს.

  • “სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, – ამბობს სააკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად მისი ფარაზა ” რომ აწამეს”, მსჯავრდებული პასუხობს, რომ შუაღამეს მას ბადრაგი მიუგზავნეს მოსახრჩობად და ციხის საავადმყოფოში სცემეს: 

  • -” თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები. წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?

პრეზიდენტყოფილი შპიგელთან სიმულიანტობს და თავს ისაწყლებს, თითქოს დედამისს, პროფესორ  გიული ალასანიას  მემკვიდრებობით მიღებული ქონების გაყიდვამ მოუწია და ფინანსურად უჭირთ:

  • “დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების (?) გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული – არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტროკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”, –  ამბობს  სააკაშვილი.