7 დეკემბერი 2024

მედვედევი: კიევის რეჟიმს მალე ზღვაზე გასასვლელი არ ექნება

„კიევის რეჟიმს მალე ზღვაზე გასასვლელი არ ექნება“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი მელნიკის მოთხოვნას კიევის წყალქვეშა ნავების გადაცემის შესახებ.

  • “კარგი, თვითმფრინავები – რაღაცნაირად მაინც გასაგებია. მართალია, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი ნორმალური ასაფრენი ბილიკები და უკრაინის ცა დაკეტილია ჩვენგან. მაგრამ, წყალქვეშა ნავები მეტისმეტია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მალე კიევის რეჟიმს საერთოდ აღარ ექნება ზღვა.” – დაწერა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.

მან ასევე კიევის განუწყვეტელი მოთხოვნები კვების დარღვევას შეადარა, როდესაც „შიმშილის გრძნობა გაუთავებელია და მუდმივად ჭამის სურვილი აქვთ“.