გორდონი: ვახტანგ კიკაბიძის მამა ფაშისტებთან თანამშრომლობდა (ვიდეო)
უკრაინელი პროპაგანდისტი გორდონი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტის ვახტანგ კიკაბიძის მამა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობდა.
- „ ვახტანგ კონსტანტინოვიჩი მე მიყვებოდა ისეთ რაღაცეებს, რომლებსაც არავის უმხელდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ქერჩიდან მივიღე წერილი. უნდა ვთქვა, რომ ვახტანგ კონსტანტინოვიჩი მიყვებოდა, რომ მამამისი 1942 წელს დაიღუპა ქერჩთან. დაიღუპა უკრაინის დაცვისთვის. ქერჩის სამხარეო მუზეუმის წერილში ეწერა, რომ მათ მოიძიეს ვრცელი სააქრივო დოკუმენტები, რომ კიკაბიძის მამა ქერჩთან არ დაღუპულა.
მან საბჭოთა ასეული მიიტყუა გერმანელებთან,ისინი ტყვედ ჩავარდნენ და როგორც ჩანს ის თანამშრომლობდა გერმანელებთან. თუ, თქვენ ჩათვლით საჭიროდ, გადასცეთ ეს ინფორმაცია თავად კიკაბიძეს, მე თქვენ მოგცემთ დოკუმეტების დიდ შეკვრას – მითხრა არქივის ხელმძღვანელმა. მე გავუშვი ნდობით აღჭურვილი პირი ქერჩში და ეს დოკუმენტები წამოვიღე.
კიკაბიძესთან რესტორანში შემდეგი შეხვედრისას, მე მოვუყევი კიკაბიძეს ამის შესახებ.
- გინდათ გადმოგცეთ დოკუმეტები?
მან ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა: ვხვდებოდი!
მეორე დღეს სასტუმრო „ რუსში“, როდესაც მე მას დოკუმენტები ვაჩვენე – იტირა. დოკუმეტებში იყო НКВД -ს ჩვენება, როგორ მიიტყუა კიკაბიძის მამამ ასეული გემანელებთან, აიძულა ისინი ჩაბარებულიყვნენ ტყვედ და თვითონ გააგრძელა გერმანელებთან მუშაობა.
თუმცა, კიკაბიძის დედამ 1942 წელს მიიღო ბარათი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი მეუღლე ქერჩთან დაიღუპა. მაგრამ, საბუთებში იყო ცნობა, სადაც ეწერა, რომ ბერიას სამხედრო კომისარიატმა კიკაბიძის დედას მომატებული პენსია დაუნიშნა.
1970 წელს კანადაში გასტროლების წინ, კიკაბიძესთან მივიდა მხცოვანი ქართველი ეროვნების კაცი და უთხრა : გინდა მამაშენი ნახო? ის შენ გაჭრილი ვაშლივით გგავს. მას ძალიან უნდა შენი ნახვა, გელოდება.
კიკაბიძემ საკუთარ მამასთან შეხვედრაზე სასტიკი უარი განაცხადა.
- „მე მუდამ ვხვდებოდი , რომ ის ცოცხალია, დედაც ამასვეს ამბობდა“- მითხრა მან.
ვახტანგ კონსტანტინოვიჩმა მითხრა, რომ დარწმუნებული იყო, რომ მამამისი მზვერავი იყო. არ იყო გამორიცხული, რომ გერმანელებთან საბჭოთა ასეული მან სპეციალურად, გერმანელების ნდობის მოსაპოვებლად მიიყვანა. შესაძლოა იყოს სხვა ვერსიებიც, რადგან ვახტანგ კონსტანტინოვიჩის მამას ცუდი მხედველობა ჰქონდა და კარგად ვერ ხედავდა.