7 ოქტომბერი 2024

სააკაშვილი: პუტინს 30-ჯერ, შესაძლოა 40-ჯერაც შევხვდი (ვიდეო)

ვლადიმერ პუტინს 30-ჯერ, შესაძლოა 40-ჯერაც შევხვდი, ჩემთან ურთიერთობით ის მაზოხისტურ სიამოვნებას იღებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  მხედართმთავარმა, მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

  • „რამდენჯერ შევხვდი პუტინს? 30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც. ძალიან ბევრჯერ. მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა. ის ჩემთან ურთიერთობით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებდა. დებატებს აწყობდა, დსთ-ის არც ერთ ლიდერთან, ზოგჯერ ლუკაშენკოს თუ არ ჩავთვლით, პრესკონფერენციებს არ აწყობდა. ჩემთან ერთად გამოდიოდა პრესასთან, აწყობდა დებატებს.
  • მე ვხედავდი და ჟურნალისტებიც ამჩნევდნენ, რა ხდებოდა.
  • მე ვიფრინე თვითმფრინავით და ორ კვირაში პუტინი დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან. ჩავყვინთე შავ ზღვაში და ერთ კვირაში პუტინმა ჩაყვინთა შავ ზღვაში, „ფორმულა 2“-ის მანქანა გავატარე და ერთ თვეში „ფორმულა 2“-ის იმავე მანქანის ეკიპაჟთან ერთად გაისეირნა. ასეთი დამთხვევები არ არსებობს, ძალიან ბევრი დამთხვევაა. ის სულ მეკითხებოდა, როგორ აკეთებ ამასო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავადმყოფობამდე,  2020 წლის 24 ივნისს გორდონისათვის მიცემულ ინტერვიუში.