7 ოქტომბერი 2024

პროფესორი ალასანია: თუ, ჩემი შვილი აღარ იქნება, საქართველო წაიშლება! ( ვიდეო)

პროფესორ ალასანიას განცხადებით,  თუ მისი შვილი აღარ იქნება, „საქართველო წაიშლება, როგორც იყო წაშლილი მრავალი ათასი  წელი“.  ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს აქვს, სააკაშვილის სახელს უკავშირდება. უფრო მეტიც, მთავარსარდლის მშობელი დედა ირწმუნება, რომ  საქართველო ამერიკელ მაღაზიის გამყიდველებს მისმა შვილმა გააცნო.

  • „ თუ, ჩემი შვილი აღარ იქნება და მართლაც ეს დასრულდება ფატალური, აი ესეთი დასასრულით,სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება, წაიშლება საქართველო! სხვათაშორის, როგორც იყო წაშლილი მრავალი წელი. არავინ არ იცოდა რა არის შენი ჯორჯია, ყველა იმ წუთში „ Atlanta?  “ მეკითხებოდა.
  • 2004 წლის შემდგომ გახდა ცნობილი საქართველო ყველასთვის და ნებისმიერ პერიფერიაზე იქ, ამერიკაში ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, იქ გამყიდველები მაღაზიაში იმ წუთში გაიღიმებდნენ და გკითხავდნენ „Saakashvili?”  უკვე ყველამ იცოდა რა არის საქართველო.
  • ყველაფერი, რაც ჩვენ საამაყო გვაქვს, გვქონდა აეს წლები, ყველაფერი ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს არავისთვის?

პროფესორი ალასანია იმუქრება და აცხადებს, რომ მისი მრავალრიცხოვანი არმიით ( სავარაუდოდ „მამაძიებს“ გულისხმობს ) დასჯის მტარვალებს.

  • – „ ყველაფერს ვიღონებ და მყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, და ჩემს შვილს ყავს ძალინ ბევრი მხარდამჭერი, საბედნიეროდ, და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ აეს ადამიანები, რომლებიც ასე კოლექტიურად დღეს იღებენ მონაწილეობას მის მკვლელობაში, სამაგალითოდ დაისჯებიან! “- აცხადებს პროფესორი ალასანია საგნგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისათვის, სწორედ „წაშლილმა საქართველომ“ უბოძა ალასანიას „პროფესორობა“ და ყველა ტიტული, ყველა სიკეთე, რითაც აქამდე ამაყოფს.