11 ნოემბერი 2024

ნინო ჯანგირაშვილი :დროა ცალი მიმართულებით ბილეთი ვიყიდო

“საზოგადო მოღვაწე” ნინო ჯანგირაშვილი კანონმდებლებს სახალხო დამცველის კანდიდატებისადმი დასმულ კითხვებს უწუნებს.

“ხალხო რეებს მიგვაჩვია ოცნებამ, რომ აღარც გვეხამუშება. პარლამენტში ჩეკისტურ დაკითხვებს უწყობენ სახალხო დამცველობის კანდიდატებს, აი, შენ ჩვენზე ოდესმე ცუდი რაღაც ხომ არ გითქვამს, ეს სტატუსი რომ დაწერე, ეს აზრი რომ გამოთქვი… აზრის ქონა დანაშაული ყოფილა ამ ქვეყანაში. ანუ მარტო უაზრო, სტერილურ, შტერ ადამიანს ეძებენ სახალხო დამცველად, რომელსაც ცხოვრებაში არაფერზე პოზიცია არ ქონია. ბედავენ და ამ ჩეკისტურ დაკითხვებს ღიად, პარლამენტში ატარებენ, და კაციშვილი არ აპროტესტებს. ის კანდიდატებიც თავს იმართლებენ, იმის მაგივრად რომ აგინონ გემრიელად. მგონი მართლა დროა ცალი მიმართულებით ბილეთი ვიყიდო”.წერს ჯანგირაშვილი.