კვლავ დიდხანს მოგიწევს მიხაილ საპყრობილის პარაშას სუნის ყნოსვა!
პოლიტიკური თეატრის დიდოსტატი : მსახიობი, რეჟისორი და საკუთარი თავის მთავარი მაყურებელი!
ამ ვიდეოზე მეტი მტკიცებულება გსურთ? კიდევ რა უნდა ნახოთ, რომ დარწმუნდეთ, როგორ აგრძელებს ნიჭიერი მსახიობი თავის საყვარელ სპექტაკლს – „მე და ჩემი დიადი მისია“?
კაცი, რომელიც ერთდროულად რეჟისორიცაა, სცენარისტიც, მთავარი როლის შემსრულებელიც და, რაც მთავარია, საკუთარი გენიის ყველაზე აღფრთოვანებული მაყურებელიც.
მაგრამ საინტერესო სხვა რამ არის: ვისგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რომ მიშას ეს პოლიტიკური თეატრი სათანადოდ შეფასდეს?
რომ ბოლოსდაბოლოს თქვან რომ – ვარდენი გაგიჟდა და ამ მოტივით მოითხოვონ მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება?
რა თქმა უნდა, სექტისგან!
ვისგან სხვას უნდა მოველოდოთ ასეთი ისტორიული ნაბიჯი?
და ეს დღეც, ალბათ, არც ისე შორსაა – ბოლოს და ბოლოს, საკუთარი კერპის გაკერპებასაც ხომ აქვს საზღვრები… თუ არ აქვს?
ნახეთ, რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე: „საქართველოს შემქმნელი“, „აღმშენებელი და დამშვენებელი“, „ერის გადამრჩენელი“ – ეს ყველაფერი მისი საკუთარი სიტყვებია. კაცი, რომელსაც, საკუთარი წარმოდგენით, საქართველომ კი არ შობა, არამედ საქართველომ უნდა უმადლოდეს, რომ საერთოდ იარსება!
მან ხომ, თურმე, საკუთარი კეთილდღეობა კი არა, მთელი სიცოცხლე და კეთილდღეობა საქართველოს შესწირა. წამებული რაინდი, გმირი, რომელმაც სიცოცხლე სასწორზე დადო და ახლა, სამარტოო საკანში, თურმე, ყველაზე „პროდუქტიულ წლებს“ ატარებს.
რა ტრაგედიაა!
მსოფლიო კარგავს მის გენიალურობას, საქართველო კი – მის ყოველდღიურ ლექციებს საკუთარი სიდიადის შესახებ.
მაგრამ, მიშიკო, ერთი პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გვაქვს:
რატომ ხარ სამარტოო საკანში?
თუ ასეთი დიდი პოლიტიკური ლიდერი ხარ, თუ ხალხის სიყვარული უკან გიდგას, თუ შენი იდეები და სიტყვები მილიონებს შთააგონებს, მაშინ რატომ არ ითხოვ საერთო საკანში გადაყვანას?
მოითხოვე მიშა,აუცილე;ბლად მოითხოვე!
ვინ მამაძაღლი რომ შეგეწინააღმდეგოს?
იქნებ სწორედ იქ, საერთო საკანში, იპოვო ის აუდიტორია, რომელსაც ასე მონატრებული ხარ. იქაც ხომ შეიძლება ჩატარდეს ლექციები საქართველოს „შექმნაზე“, მის „აღმშენებლობასა“ და შენს ისტორიულ ღვაწლზე.
ოღონდ ერთი პირობაა: მსმენელებს თავად უნდა შეეძლოთ კითხვების დასმა ( ღრანჭში) და, რაც მთავარია, არ უნდა იყვნენ ვალდებული, ტაშით დაასრულონ ყოველი შენი მონოლოგი.
არადა, მაინც როდის უნდა დასრულდეს ეს დაუსრულებელი წარმოდგენა, რომელშიც მთავარი გმირი არასოდეს ბერდება, არასოდეს ცდება, არასოდეს მარცხდება და ყოველთვის მხოლოდ სხვების ღალატის მსხვერპლია?
საკუთარი თავის ლეგენდად გამოცხადება ადვილია. გაცილებით რთულია, როდესაც ისტორია შენს მიერ დაწერილი სცენარით არ და ვერ ვითარდება და მოგიწევს კვლავ დიდხანს საპყრობილის პარაშას სუნის ყნოსვა!
