12 სექტემბერი 2024

იენს სტოლტენბერგი: უკრაინას საშინელი ზამთარი ელის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას “საშინელი ზამთარი” ელის.

  • “სისასტიკე, სარაკეტო თავდასხმები ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მატულობს, რაც უკრაინელებს ართმევს სითბოს, სინათლეს და საკვებს. ეს ზამთრის საშინელი დასაწყისია უკრაინისთვის”, –  აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპა ასევე განიცდის ენერგეტიკული კრიზისის პერიოდს.   გენერალური მდივნის თქმით,ომის ფასს მთელი მსოფლიო იხდის.