ხაზარაძის მგზნებარე კომკავშირულ-პატრიოტული მიმართვა ემიგრაციას, ვაშა ლელოს!
პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ოლიგარქი მამუკა ხაზარაძე მგზნებარე, პატრიოტულ, უფრო სწორედ კომკავშირულ განცხადებას ავრცელებს.
ოლიგარქი ძირითადად ემიგრანტებს მიმართავს და ირწმუნება, რომ საქართველოს გაერთანების გეგმას ფლობს და 5 წელიწადში საქართველოს ნახევარსფეროს ამომავალს ვარსკვლავად ქცევას აანონსებს, ალბათ ბიძინა ივანიშვილი რომ არ უშლიდეს ხელს.
-“მოგესალმებით მეგობრებო, ერთ-ერთი მიზანი,რაც მამოძრაოვებს, დიდი მიზანი რამაც მე პოლიტიკაში მომიყვანა ეს არის ქვეყნის გაერთიანება. მაქვს პირადად ის გეგმა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ.
ეს არის ეკონომიკური გეგმა, ეს არის სხვა უამრავი რამ, რომელიც ჩვენ აფხაზებს დაგვაახლოვებს.
ამას სჭირდება გეოპოლიტიკური თანხვედრები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანო ამ პროცესში…
დაახლოებით 5 წელიწადში , ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად.
ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული ვარ ესე მოხდება, ეს იქნება ადგილი, სადაც პირველი ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნდეს საქართველოში და ამ პროცესში მონაწილოების მიღების.
ეს იქნება ადგილი, სანაც ინოვაცია და ინოვაციები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი , ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად.
საქართველო გახდება კვანძი, ნამდვილი კვანძი მისიით და ეს მისია და ფუნქიცა უნდა იყოს ქვეყნის, რომ შენ გარეშე არაფერი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს…
აქ, ვიდეო დამშვიდობებეის გარეშე ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე უცნაურად წყდება..