ე.წ. გაუპატიურების მასკარადის ორგანიზატორები ირმა ინაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არიან
არაფერმა არ გაჭრა, არანაირი თემა არ გავიდა ხელისუფლების ასაყირავებლად, ყველა რესური გამოწურეს და კვლავ ციხეს მიადგნენ. ე.წ. ოპოზიციურ ძალებს თემა, რომელიც სჭირდებოდათ პოლიტიკური ქულების დასაწერად, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
2012 წლის კადრებთან შედარება აბსოლუტურად უსაფუძვლოა: იმ კადრებში ადგილი ჰქონდა რეალურ წამებას, აქ კი – ვიდეოზე ხილული რეჟიმის დარღვევა და თანამშრომლების კანონიერი რეაგირება.
2012 წლის კადრები -ეს იყო მძიმე სისტემური ძალადობის ამსახველი რეალობა. დავითაძის საქმეში კი ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვიდეომასალა სხვა სურათს აჩვენებს, ხოლო სახალხო დამცველის მიერ მისი შესწავლით ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა აღმოჩენილი.
არამზადები და არარაობები ხართ ყველა, მთელი ე.წ. ოპოზიციური ფლანგი, ვინც ამას 2012 წლის კადრებს ადარებთ: არანიარ წამებას კადრში ადგილი არ აქვს და ბუნებაში არ ყოფილა!
რეალურად, 2025 წლის 21 დეკემბერით დათარიღებულ და პენიტერნციური სასამხურის მიერ გავრცელებულ გადაღებულ კადრში ხედავთ მსჯავრდებულს, რომელიც არღვევს რეჟიმს, დაწესებულების შინაგანაწესს, შმაგობს და წინააღმდეგობას უწევს დაწესებულების რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებს და არა „ბადრაგს.“
ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 29 დეკემბერს გადაეცა როგორც პროკურატურას, ისე სახალხო დამცველის აპარატს. ორივე ორგანომ შეისწავლა მასალა და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2026 წლის 2 ოქტომბერს საჯაროდ განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“.
გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს. ამის გამო მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. სწორედ ამ რეჟიმის დარღვევების გამო მოხდა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება და არა „ბადრაგების“ თვითნებური მოქმედებით.
„თბილისი 24“-ის ინფორმაციით ე.წ. გაუპატიურების მთელი ამ მასკარადის ორგანიზატორები ირმა ინაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არიან .
მოქ. ირმა ინაშვილს, რომელიც თავს პოლიტრიკოსსს უწოდებს და რომელსაც წლების წინ “საავტომობილო კატასტროფასაც” უმზადებდნენ თბილისში, აღმაშენებლის ცალმხრივი მოძრაობის ხეივანზე, მსგავსი „ შავ -ბნელი ძალები“ ახლა უკვე გორი-თბილისის მაგისტრალზე “დასდევდნენ”.
- „ მე და გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, წამების საქმესთან დაკავშირებით ვიყავით ქუთაისში 2 დღის წინ და როდესაც ვბრუნდებოდით ქუთაისიდან უკანა გზაზე, ჩვენი მანქანა, გორი-თბილისის მაგისტრალზე ალყაში მოაქცია ოთხმა ავტომობილმა , გვაიძულეს სიჩქარე 10 კილომეტრამდე შეგვემცირებინა, რამდენიმე წუთით ალყაში შეგვაფერხეს, ვაპირებდით გაჩერებას და გადმოსვლას და უცბად მოკურცხლეს” – განაცხადა მოქ. ინაშვილმა
პატიმარ გიორგი დავითაძის ცოლმა, თამარ რამიშვილმა პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები თურმე მაშინ ნახა, როცა “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრად იმყოფებოდა.
თამარ რამიშვილი ამბობს, რომ „არ იცოდა“ და შოკისმომგვრელია მისთვის, რაც ნახა და რაც გუშინ მისი ქმრისგან სააპლეაციო სასამართლოში მოისმინა.
„გაუპატიურებულ“ დავითიძეს „აღიარების“ სასამართლლო პროცესს, თურმე შემთხვევით ე.წ. პოლიტკოსი ირმა ინაშვილი ესწრებოდა.
- „ გუშინ მე ვესწრებოდი და საშინელებაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო ამაზრზენი რაც ჩვენ მოვისმინეთ და გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, საუბარი ეხება პატიმრის გაუპატიურებას.
- პატიმრების წამება ხშირად ვიდეოკამერებში არ ჩანს, რადგან ძალიან ოსტატურად არიან გაწვრთნილი ის ბადრაგები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა მოახდინონ მანევრირება ამ დროს” – განაცხადა მოქ. ინაშვილმა, რომელიც ამ საკითხზე დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. მისივე თქმით, შოთა ტრაპაიძის პასუხისმგებლობის საკითხი სასწრაფოდ უნდა დადგეს.
ინაშვილი უნებურად აღიარებს, რომ ის და “გაუპატიურებული მსჯავრდებულის” დედა რამდენიმე დღის წინ ერთად იყვენენ:
- „ მე და გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, წამების საქმესთან დაკავშირებით ვიყავით ქუთაისში 2 დღის წინ და როდესაც ვბრუნდებოდით ქუთაისიდან უკანა გზაზე, ჩვენი მანქანა, გორი-თბილისის მაგისტრალზე ალყაში მოაქცია ოთხმა ავტომობილმა , გვაიძულეს სიჩქარე 10 კილომეტრამდე შეგვემცირებინა, რამდენიმე წუთით ალყაში შეგვაფერხეს, ვაპირებდით გაჩერებას და გადმოსვლას და უცბად მოკურცხლეს” -განაცხადა ირმა ინაშვილმა
საინტერესოა, ხომ რატომ ესწრება ინაშვილი კონრეტულად გიორგი დავითაძის სასამართლო პროცესს, ნუთუ ყველა მსჯავრდებულის პროცხესს ესწრება ინაშვილი? !
რეჟიმის დარღვევაზე თანამშრომლის მიერ რეაგირება ავტომატურად არ ნიშნავს პატიმრის მიმართ უკანონო ძალადობას.
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს კანონით დაკისრებული აქვთ დაწესებულებაში უსაფრთხოების, რეჟიმისა და წესრიგის დაცვა. თუ მსჯავრდებული წინააღმდეგობას უწევს თანამშრომლებს ან არ ასრულებს კანონიერ მოთხოვნას, თანამშრომლის მოქმედების შეფასებისას გადამწყვეტია მისი მიზანი, აუცილებლობა, პროპორციულობა და კონკრეტულ ვითარებაში მოქმედების კანონიერება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური პოზიციით, სწორედ ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი 2025 წლის 21 დეკემბერს.
არ გამოვა ახალ გამომცხვარი ე.წ. „ციხის სკანდალით“ ხელისუფლების კომპრომენტირება და თქვენი ბინძური მიზნების დაკამყოფილება ქალბატონებო და ბატონებო! დაიმახსოვრეთ, ვინც პრემიერს ან თუნდაც დაწესებულების დირექტორის შოთა ტრაპაიძის ან მისი თანამშრომელებს ბრალს სდებთ დანაშაულის განზრახ ჩადენაში ამას – ცრუ დასმენა ჰქვია და პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ!
