ვინც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რომელიმე „პატრიოტი ადამიანის“ ღალატში “დააჯერეს”, “დაარწმუნეს” – ხართ იდიოტები!
დღეს ერთი უცნაური პოლიტიკური ზღაპრის მოსმენას გვთავაზობენ – თითქოს ბიძინა ივანიშვილი ვიღაცამ რაღაცაში „დაარწმუნა“, თითქოს ვიღაცამ მას კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ განაწყობა მოახერხა, თითქოს კულისებში ვიღაცები გადაწყვეტილებებს კარნახობენ და საქართველო ამ ფარული გარიგებების მიხედვით იმართება.
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის ვერსია – თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის “ღალატში დააჯერეს” , თითქოს ვიღაცამ მას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ განაწყობა მოახერხა და თითქოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბიძინა ივანიშვილი ვიღაცის გავლენით მივიდა.
არა, ბატონებო!
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ვერ ააწყობ შეთქმულების თეორიებზე და ვერც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს ახსნი იმ მარტივი ფორმულით, რომ „ვიღაცამ დააჯერა-ო“.
- ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება დამაჯერებელი, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება პოლიტიკური მრჩევლებისგან ნებართვა, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ვინმესგან მითითება, რა არის საქართველოსთვის სწორი და რა – არა.
მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასება შეიძლება, მისი ნაბიჯების კრიტიკაც შეიძლება, მაგრამ როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება „ვიღაცის ჩაგონებით“ იქნა მიღებული, მაშინ ერთი ელემენტარული კითხვა ჩნდება: სად არის მტკიცებულება? სად არის ფაქტი?
და თუ ასეთი რამ არ არსებობს, მაშინ რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური ჭორი ისტორიულ ფაქტად?
თქვას შსს-ს ყოფილმა მინისტრებმა : გაქცეულმა მაზაკვალმა – გიორგი გახარიამ, ან გენერალ-პოლკოვნიკმა გომელაურმა, მღებრიშვილმა, იმავე ყველაფრის მკადრებელმა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი მინისტრობის დროს – ვისი დაჭერა ან გათავისუფლება შეუკვეთა ბატონმა ბიძინამ?
ან ბრალდებულმა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ამ ეტაპზე ღარიბაშვილისგან განსხვავებით ღირსეულად ეგუება სასჯელს, რა პოლიტიკურ დაკვეთას იძლეოდა ბატონი ბიძინა მათი მრავალწლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში?
საქართველო პატარა ქვეყანაა. აქ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, აქ პოლიტიკური პროცესები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და აქ ნათქვამ სიტყვას ხვალ შეიძლება თავისი მოწმე და თავისი დოკუმენტიც გამოუჩნდეს.
ამიტომ განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ბრალდებებს.
თუ ვინმე ამტკიცებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის მართავდა, მაშინ საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული საქმე, კონკრეტული მტკიცებულება.
დაასახელეთ!
არა – “ამბობენ, რომ..”, არა “წყარომ მითხრა…”, ფაქტი დადეთ მაგიდაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
- და კიდევ ერთი რამ: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური როლის შეფასება შეიძლება ათასგვარად : მეგობრულადაც, კრიტიკულადაც, მკაცრადაც, მაგრამ მისი წარმოჩენა ადამიანად, რომელსაც ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვიღაცის „დარწმუნება“ სჭირდება, თავად არის პოლიტიკური აბსურდი.
- ვინც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რომელიმე „პატრიოტი ადამიანის“ ღალატში “დააჯერეს”, “დაარწმუნეს” – ხართ იდიოტები !
- არავის დარწმუნება, დაჯერება არ სჭირდება ბატონ ბიძინას. ეს არის კაცი, რომელმაც თავისი პოლიტიკური გზა თავად გაიარა, კაცი, რომელსაც შეეძლო საერთოდ არ შესულიყო პოლიტიკაში და საკუთარი ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა, მაგრამ საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდში პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
შეიძლება მოგწონდეს ეს გზა ან არ მოგწონდეს, შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ერთი რამ ვერ წაიშლება: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკან ყოველთვის პირველ რიგში საკუთარი, თავად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა დგას.
ამიტომაც ნუ ეცდებით ქართველი ხალხისთვის ზღაპრების მოყოლას – თითქოს ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას „ჩააგონებს“, მერე მესამე რაღაცას „დააჯერებს“ და საბოლოოდ ქვეყნის ბედი რომელიღაც კულუარულ ოთახში წყდება.
საქართველო კულუარული ზღაპარი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელმაც უამრავი განსაცდელი გამოიარა, ქვეყანა, რომლისთვისაც მშვიდობას ფასი აქვს, ქვეყანა, რომელსაც თავისი სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და მომავალი აქვს დასაცავი და სწორედ ამიტომ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება არა ხმაურიანი ჭორები, არამედ სიმართლე, ფაქტი და პასუხისმგებლობა.
ვინც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების უკან “ფარულ დამკვეთს” ეძებს, ჯერ საკუთარ არგუმენტებს შეხედოს,ვინც ამბობს “დააჯერეს”, დაამტკიცოს, ვინც ამბობს – “უბრძანეს”, დაამტკიცოს, ვინც ამბობს კრემლიდან თუ ვაშინგტონიდან “შეუკვეთეს”, დაამტკიცოს.
სხვა შემთხვევაში ეს მხოლოდ სიტყვებია, ხოლო სიტყვებით საქართველოს ისტორია ვერ გადაიწერება.
დღეს შეიძლება ბევრმა იხმაუროს, ბევრი რამ იჭორაოს, თქვას, ბევრი პოლიტიკური ვერსია შეთხზას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს დრო გამოაჩენს, ვინ იდგა საქართველოს ინტერესების მხარეს და ვინ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ტყვეობაში აღმოჩნდა და თუ საქართველოს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ინტერესები ნამდვილად არის ჩვენი მთავარი საზომი, მაშინ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ქვეყნის ბედი არც ჭორით იწერება, არც კულუარული ვერსიებით და არც სხვისი პოლიტიკური სცენარით და ამ ახალი რეალობის მთავრი შემომქმედი სწორედ ბიძინა ივანიშვილია!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
