რუსეთი საბჭოთა “მოსკვიჩის” ახალ მოდელს უშვებს

დასავლეთის სანქციების და მსხვილი აქციონერის „რენოს“ წასვლის მიუხედავად რუსეთმა საბჭოთა “მოსკვიჩის” ბრენდის ახალი მოდელის მასობრივი წარმოება დაიწყო,იტყობინება გაზეთი “შპიგელი”
ქარხნის გახსნას რუსეთის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ესწრებოდნენ.
ამრიგად,მოსკვიჩ-3 არის ჩინური SUV JAC S4-ის ასლი . რუსეთში ის თავდაპირველად ბენზინის ძრავის სახით გამოვა 150 ცხ.ძალით. ელექტრო ვერსიის გამოშვება 2023 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.
- „უახლოესი მომავლის ამოცანაა 2023 წლის ბოლომდე ადგილობრივი მომწოდებლების ჩართულობით მცირე ზომის აწყობის პროცესების დამყარება“, – ნათქვამია მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.
რუსეთის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკვიჩის წარმოებამ რუსეთში დაახლოებით 40. 000 სამუშაო ადგილი შექმნა. საავტომობილო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დასავლეთის სანქციების შედეგად, იანვრიდან ოქტომბრამდე რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვები 60 პროცენტით შემცირდა დასავლელი მწარმოებლების გასვლის შემდეგ.