29 აგვისტო 2026

ტრამპის – ბრეჟნევიზაცია: ის საკუთარ თავს აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს პრეზიდენტს” უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავის თავს აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს“ პრეზიდენტად ასახელებს.

ტრამპი პრეზიდენტებს ექვს კატეგორიად ყოფს: „უდიდესები“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“, სადაც ყველაზე მაღალ კატეგორიაში მხოლოდ თავად არის წარმოდგენილი.

„დიდების“ კატეგორიაში შედიან : აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი.

“თითქმის დიდები”: თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი „“

„საშუალო“ პრეზიდენტები არიან: ბილ კლინტონი, ჯონ კუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რუტერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბიურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.

„საშუალოზე დაბალ“ კატეგორიაში მოხვდნენ: ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი

ტრამპის სიის „წარუმატებლების“ კატეგორიაში შედიან: ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი.