28 აგვისტო 2026

ვინმე ცუცქირიძე ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებით ემუქრება

ამ ხალხმა (მმართველმა პარტიამ) პასუხი უნდა აგოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, ქვეყნის გაძარცვის გამო, დაცარიელებული სოფლების გამო, ქვეყნიდან წასულ ასობით ათასეული მიგრანტის გამო და უდანაშაულო ადამიანების წამებისა და ციხეში ჩასმის გამო” – მსგავსი ხასიათის მუქარას ე.წ. „თავისუფლების მოედნის“ ( პირველი ხაზის) ლიდერი, ვინმე ლევან ცუცქირიძე რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აკეთებს.

ცუცქირიძის თქმით, მდინარაძე კი არა, მთელი „ქართული ოცნება” უნდა წავიდეს.

  • ის უსამართლო სისტემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, რომელიც დამყარებულია ერთი ადამიანის პირად მორჩილებაზე და მაფიოზურ წესებზე, არავის დაინდობს.
  • ამ ბანდიტურ სამყაროს თავისი წესები აქვს, კრიმინალური, ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ ამ წესებს შორის ყველაზე მაღლა დგას ერთი წესი – არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.
  • მიმდინარეობს შიდა გარჩევები. მარტო მდინარაძე კი არ უნდა წავიდეს, არამედ მთელი “ქართული ოცნების” რეჟიმი. უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოებისთვის უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამის შემდეგ თავისუფალმა სასამართლომ უნდა გაარჩიოს ვინ დააშავა ამ ქვეყნის წინაშე.”- აცხადებს თვითგამოცხადებული “პოლიტიკოსი”.

ზოგადად, პოლიტიკური ხელისუფლების კრიტიკა და მისი არჩევნებში დამარცხების მოთხოვნა დემოკრატიის ნაწილია. თუმცა, სამართლებრივად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პოლიტიკური შეფასება და დადგენილი ფაქტი. კონკრეტული დანაშაულის არსებობას საბოლოოდ გამოძიება და სასამართლო ადგენს და არა პოლიტიკური განცხადება.

ამიტომ, როცა ერთი მხრივ ვინმე ცუცქირიძე საუბრობს „თავისუფალ სასამართლოზე“, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები წინასწარ არიან გამოცხადებული დამნაშავეებად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ გადადის პოლიტიკური კრიტიკა პოლიტიკური ანგარიშსწორების რიტორიკაში?

ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არჩევნებია. თუ საზოგადოებას მმართველი გუნდის პოლიტიკა არ მოსწონს, ამის შეცვლა შეუძლია არჩევნებით და არა მუქარით, „გარჩევებით“ ან წინასწარ გამოცხადებული განაჩენებით.

მდინარაძის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მისი პოლიტიკური არჩევანია, ხოლო „ქართული ოცნების“ მომავალს საბოლოოდ არა ვინმე ცუცქირიძის განცხადება, არამედ საქართველოს ამომრჩეველი გადაწყვეტს.

სწორედ ეს არის დემოკრატიული პოლიტიკის მთავარი წესი: ბრალდება – მტკიცებულებით, განაჩენი -სასამართლოთი, ხელისუფლება კი – არჩევნებით, რაც ნაც.ფაშისტურ ბუნაგში გამოზრდილი ლეკვებისთვის მიუღებელია.