მოგენტრებათ მამათი კი არადა, პეტერ ფიშერი
მას შემდეგ რაც აშშ-მ ქაბულის აშშ-ს საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩად დააწინაურა, გერმანიამ ისლამაბადიდან კუდამოძუებული ელჩი საქართველოში ელჩად დანიშნა.
ფიშერის შემდეგ საქართველოში ეს მისია ბარბარა ფოსმა ჩაიბარა, რომელიც 2012-2015 – გერმანიის ისლამაბადის სალჩოს ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსად მუშაობდა, მანამდე მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ.
ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველო დიპლომატიური კარიერის ერთგვარ სარეაბილიტაციო-საკვალიფიკაციო ცენტრად გადაიქცა. აქ მოდიან ადამიანები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ წერტილში“ უკვე აქვთ გამოცდილი თავი და ახლა, როგორც ჩანს, დროა, ცოტა უფრო მშვიდ გარემოში გადმოინაცვლონ.
იხარე ერო!
შენ უკვე ისეთი ქვეყანა ხარ, სადაც ელჩის ბიოგრაფიის წაკითხვისას მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ არა დიპლომატიურ კორპუსს, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაცვლით პროგრამას მასპინძლობ.
-დღეს ისლამაბადიდან მოდის.
-ხვალ შეიძლება იემენიდან ჩამოვიდეს.
-ზეგ ლიბიიდან.
-მერე სირიიდან.
და თუ ერთ მშვენიერ დღეს ელჩის ბიოგრაფიაში წავიკითხავთ: „2018–2021 წლებში მუშაობდა მარსზე, ადგილობრივი ტომების მშვიდობიანი თანაარსებობის საკითხებზე“, არც მაშინ გაგვიკვირდება.
პირიქით, ვიტყვით: ძალიან კარგი, რეგიონი ცოდნია”.
ეს სისტემა უკვე დიპლომატიურ კორპუსს აღარ ჰგავს, უფრო რეგიონული ლაბორატორიაა და თუ ერთ დღეს კიდევ ვინმე მოვა,ვთქვათ, იემენიდან, ლიბიიდან ან სხვა „საინტერესო“ ადგილიდან , უკვე აღარ გაგვიკვირდება.
უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვით: მოგენტრებათ მამათი კი არადა… შემდეგი ელჩი.
