ნანა ჟორჟოლიანი: მიშა მალე დაგვანახვებს… (ვიდეო)
პოლიტიკურ სივრცეში ახალი მისტიკურ-პროგნოზული ჟანრი იბადება. თუ აქამდე საზოგადოება ცნობილ წინასწარმეტყველთა ინტერვიუებს ინტერესით ელოდებოდა, ახლა პოლიტიკური წინასწარმეტყველებების ეპოქა იწყება. მთავარი როლი ახალ ჟანრში, როგორც ჩანს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნანა ჟორჟოლიანს ერგო, რომელმაც ლელა კაკულიას გადაუსწრო და საზოგადოებას მიანიშნა, რომ მიხაილ სააკაშვილის პოლიტიკურ დაბრუნებას თითქმის კოსმოსური მასშტაბის მნიშვნელობა ექნება.
მისი თქმით: „მიშა ძალიან მალე დაგვანახვებს, რომ ფორმაშია, რომელსაც შეუძლია რაღაც ახლის შექმნა თავიდან.“
• „მიშა ძალიან მალე დაგვანახვებს, რომ ფორმაშია, რომელსაც შეუძლია რაღაც ახლის შექმნა თავიდან.
• როგორც პოლიტიკურ ველს კი, საკითხს ნანა ასე უყურებს: ეს არის „ბიძინა VS მიშა“, მიშა შემოვა თამაშში, (თითქოს სადმე იყოს რუსთავის საპყრობილეს და მავნებლურ განცხადებებს გაცილებული ) და ისე შემოვა თმაშში, რომ ეხლა ეს ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ დადგება“- აცხადებს ძირითადად ფსიქისიკური პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერერილი პარტიის მომავალი თავმჯდომარე.
ამ განცხადებამ ბევრს დააფიქრა – რას ნიშნავს „რაღაც ახალი“? ახალი პარტია? ახალი მოძრაობა? ახალი პოლიტიკური ფილოსოფია? თუ უბრალოდ ძველის ახალი შეფუთვა, როგორც იმ სარეცხი ფხვნილების რეკლამებშია -„იგივე ფორმულა, მაგრამ ახლა 30%-ით მეტი ქარიზმით“.
ნანა საკითხს კიდევ უფრო ეპიკური მასშტაბით ხედავს: „ეს არის ბიძინა VS მიშა“.
აქ უკვე უბრალო პოლიტიკური დაპირისპირება აღარ ჩანს, უფრო ჰოლივუდური ბლოკბასტერის ტრეილერს ჰგავს: „ორი ძალა, ორი ადამიანი, ერთი ქვეყანა, ამ ზაფხულს – ეკრანებზე: „დაბრუნება III – უკანასკნელი პოლიტიკური ჯვაროსნული ლაშქრობა“.
სოციალურ ქსელებში კი უკვე ხუმრობენ, რომ მალე აღარც ყოვლისმცოდნე ნოდარ ხუხაშვილი დაგვჭირდება, აღარც პოლიტოლოგები აღარ იარსებებენ , მათ მხოლოდ ასტროლოგები, ტაროს სპეციალისტები და ყავის ნალექის ანალიტიკოსები ჩაანაცვლებენ.
არ არის გამორიცხული, რომ მოვლენები კიდევ უფრო მისტიკური მიმართულებით განვითარდეს და ხვალ ნანამ განაცხადოს:„ეს უბრალოდ პოლიტიკური დაბრუნება კი არა, პოლიტიკური რეინკარნაციაა.“
ამ შემთხვევაში ახალი ფილოსოფიური სკოლაც შეიძლება გაჩნდეს – „ნაც-ბუდისტური ქრისტიანობა“. იდეა მარტივია: ერთი მხრივ, ნაც.პოლიტიკოსი მუდმივად ახლიდან იბადებიან, მეორე მხრივ კი პერიოდულად აღდგება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სამი დღის ნაცვლად კალენდარს გლდანის ციხე და ცოტა მეტი მოთმინება სჭირდება.
შესაძლოა, მომავალში სიუჟეტი კიდევ უფრო გამრავალფეროვნდეს. მაგალითად, საზოგადოებას აუწყონ, რომ მიშა ღელე-ღელე დადიოდა და .. თუმც, ეს უკვე ითქვა.
ან ისიც ითქვას, რომ ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი მხარდამჭერი გააძღო, შემდეგ კი დაზუსტდეს, რომ საქმე წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა.
ყველაზე საინტერესო მაინც წინ გველოდება. თუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებების ეს ტენდენცია გაგრძელდა, მალე ამინდის პროგნოზიც ასეთი იქნება: „ხვალ მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანობა, საღამოს კი მიშას პოლიტიკური ენერგიის ძლიერი ნაკადი დასავლეთიდან შხაპუნა წვიმას მოიტანს. მოსახლეობას ვურჩევთ ქოლგების, მოთმინებისა და სოციალური ქსელების კომენტარების წინასწარ მომარაგებას.“
გოჩა ნაჭყებია
