Мид России- Танк назад, დედამიწაზე ჩამოდით და თვალი გაუსწორეთ რეალობას!
რუსეთი „მხარეებს“ – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკებს“ და საქართველოს მოუწოდებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
- „30 ივნისს – 1-ელ ივლისს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით.
- რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას.
- საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
- არანაირ საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკებს – აფხაზეთის და გაუქმებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები არ წარმოადგენენ,
- მხარეებს- საქართველოს და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის თუ რამე შეთანხმება შედგება სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელმწიფოებს შორის იქნება,
- ისევე როგორც აშშ-მ დაკარგა მსოფლიო ჰეგემონობის სტატუსი, ასეთივე მძიმე მდგომარეობაშიადრეს რუსეთის ფედერაცია, როგორც არ უნდა საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ამართლებდეს და„სპეციალუური ოპერაციით“ სახელით ამკობდეს უკარინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს, რამაც დღევანდელ დღემდე ორივე მხარეს 2 მილიონზე მეტი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოსახლის„დანაკარგი“, როგორც ცინიკურად თავად უწოდებენ, სიცოცხლე შეიწირა,
- პირველ კურსელმა სამართალმცოდნემაც კი იცის, რომ „მხარეებს შორის“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება , ნიშნავს იურიდიულად ამ ორი ე.წ. რესპუბლიკის აღიარებას, რასაც საქართველო არასდროს დაუშვებს.
- თავსი დროზე აშშ-ს ჩარევით შექმნილ „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“ და მის 67 რაუნდს არაფერი შეწდეგი მოუტანია საქართველოსთვის , უსარგებლოა და დროა მისი არსი, ფორმატი და მხარეები შეიცვალოს,
რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ დასრულდა დრო, როცა ოსეთი და აფხაზეთი ოდესღაც ზეწოლის გასათამაშებელი კარტი იყო. საქართველო, ქართველი ერი, დარჩა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია, გარკვეული ძალები კი საკუთარი „დერჟავული“ უგუნურობით იჭირან ამ ბოლო ტოტს. რუსეთს დღეს იმაზე მეტად სჭირდება ერთიანი საქართველო, როგორც არასდროს.
