დაილოცოს ტალახაძის მარჯვენა!
დღეს საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად კიდევ ერთხელ თანამედროვე ტრაგიკომედიულ თეატრად იქცა. ყველაფერი ტრადიციულად დაიწყო. „გახარია საქართველოსთვის“-ის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პირი გააღო და რა თქმა უნდა – დარბაზი მაშინვე გადაიქცა საბრძოლო არენად.
ბიძინა ივანიშვილის და ქვეყნის მოღალატე, როგორც მათ საზოგადოებაში უწოდებენ „ გახარია-თვალთხარიას, ვოზდუხასა და უყვართმყვარეოს ერთგული მონა- დვარნიაშკები“, როგორც ყოველთვის, „გრძელცხვირას“ დავალებით იქცეოდნენ.
პრემიერის გამოსვლისას დებოშის მოწყობა – ეს ხომ მათი ერთადერთი პარლამენტარული კომპეტენციაა.
დაიწყო კლასიკური ქართული პოლიტიკური დიალოგი: ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური. ფიზიკურ ორთაბრძოლაში პარლამენტარები გიგა ფარულავა და ირაკლი ხელაძე, შემდეგ ლაშა ტალახაძე ჩაერთნენ და ტალახაძემ ერთ-ერთს უტვინო თავში ხელი ისე უთაზა, ყველაზე არგუმენტირებული პასუხი გასცა.
მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ქალბატონები იყვნენ. მეცო-სოპრანო სოფო ხორგუანის წივილი პარლამენტის კედლებს აზანზარებდა:„გვიშველეთ! გვკალმენო-ო!“
ოთხ ხმაში ბანს უმატებდნენ იმავე პარტიის სხვა მდედრინის წევრები.იცოდეთ, რომ თუ კვლავ სადმე ოპერა „გაღატაკებული ოპოზიცია“ დაიდგმება, მთავარი როლი უკვე დაკავებულია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან მათ „საკადრისი, მაგრამ არასაკმარისი“ პასუხი მიიღეს. ფილმ „უძინართა მზეში“, რომ არის ფრაზა- „უკეთაც შეიძლებოდა“, დრამატურგიული ჟანრისთვის დღევანდელ შოუს ნამდვილად შეესაბამებოდა.
საბოლოოდ, რა თქმა უნდა, „ვოზუხცისტებმა“ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ვითომ „მძიმე მდგომარეობაში“ დასფიქსირებლად.
მავნნებლებს სისხლის გუბები სწყუროდათ, მაგრამ სისხლი არამც და არამც დაიღვარა, იყო მხოლოდ ცრემლები და წივილი.
კლასიკური ოპოზიციური ტაქტიკა: როცა ფიზიკურად ვერ იგებ, მაშინ მსხვერპლად წარმოაჩინე თავი და სელფი გადაიღე 112-ის ბრიგადასთან.
შედეგად, გახარიას პარტიამ კიდევ ერთი „ბრწყინვალე გამარჯვება“ მოიპოვა – ქართველმა ხალხმა ისინი პოლიტიკურ საიქიოში კიდევ უფრო ღრმად გაისტუმრა.
ბრავო, ბატონებო, თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა იდეებია, არამედ კარგად დადგმული სპექტაკლი.
