ძაღლმადიდებელთა სექტა მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებას უფრო მეტად უშლის ხელს
აღშფოთებული მოქალაქეები მაწანწალა ძაღლების დაკბენის შესახებ წერენ და აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის უფლებები ყველაზე ნაკლებადაა დაცული და რომ ძაღლმადიდებელთა სექტა ამ პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს.
- “2 დღის წინ, უკვე მესამედ მიკბინა(სისხლი მადინა) ქუჩის ძაღლმა და კვლავ იძულებული ვარ ცოფი/ტეტანუსის აცრების 2 საათიან რიგში ვიდგე…
- მაგრამ ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის უფლებები ყველაზე ნაკლებადაა დაცული.
- ერთ მხარესაა უპასუხისმგებლო მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ლეკვებს ყრის და ქუჩის ძაღლებს ამრავლებს, მეორე მხარეს კი ძაღლმადიდებელთა სექტა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მეტად ხელს უშლის…”, წერს გიორგი ხარიბეგაშვილი.
***
- ორი დღის წინ ქუჩის ძაღლმა მიკბინა.🐕საშინელი შეგრძნება ყოფილა _ დაუცველობის, შოკის, გაგეღიმებათ და, ღალატის, რადგან არასდროს ვებრძვი ძაღლებს, პირიქით, ჩემი ეზოს და მეზობელი ეზოს ძაღლების ერთ-ერთი მკვებავი და მოალერსე ვარ და არ მოველოდი მათგან კბენა-ღრენას. 🐕თანაც, გაგონილი მქონდა, თუ წყნარად გაივლი, ავი ძაღლიც კი არაფერს დაგიშავებსო.🐕🦺
- კი ღელავდა ქუჩის ცუგა, მაგრამ სამნი იყვნენ და მეგონა „რაზბორკა“ ჰქონდათ,🦮🐕🦺🦮 ერთი სიტყვით, გამოექნა ყველაზე დიდი ნაგაზი, დამეტაკა და გამომბრდღვნა მაჯა.🦷🦷🦷💪💪სამწუხაროდ, ცხოვრებაში ნელ-ნელა, თუმცა მაინც ვისწავლე: უნდა მოერიდო ადამიანებს, რადგან არ იცი, როგორ ხაასითზე არიან ისინი, მაგრამ არ ვფიქორბდი, ეს წესი ცუგებზეც თუ მოქმედებდა.🐩🐺
- ჯერჯერობით შიშმა არ გამიარა, ამიტომ ვერიდები ქუჩის ძაღლებს, თუმცა ისინი მაინც მიყვარს, როგორც ყველაზე ერთგული არსებები დედამიწაზე.🐕🐕🐕🐕🐕-წერს ჟურნალისტი ირანდა კალანდაძე


