ექსკლუზივი: გვარამია წითლიძეს თმების თრევით დაემუქრა
დაპირისპირება ე.წ. ოპოზიციაში უფრო და უფრო ღვივდება. “თბილისი 24” -ის წყაროს ცნობით, „ნაციონალური“ მოძრაობის ტერარიუმში (პოლიტ. საბჭოში) წუხელ სკამების სროლა იყო. პარტიის ოფისში ნიკოლოზ გვარამია პარტიის ლიდერს ანა წითლიძეს „თმების თრევით“ დაემუქრა. იყო ჩვეული ბილწსიტყვაობა და ურთიერთწოდებებიც: „ქათამი“, „მაკაკა“…
ნაციონალური ტერარიუმი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც იშლება. წყაროს ცნობით, ორთაბრძოლაში წითლიძეს პოზიცია მკაცრად დაგმო ფედერალისტების დედოფალმა თამარა ჩერგოლეიშვილმა, რომელიც ფაქტობრივად ალიანსის მთავარი იდეოლოგი გახლავთ.
ცხადა თემას მრავალსერიანი გაგრძელება ექნება. „ქართული ოცნების“ მომხრეებო , მოიმარაგეთ პოპკორნი და გაიღიმეთ.
