ექსკლუზივი: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შეწყალებითვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს მალე მიმართავს
მსჯავრდებული სააკაშვილი უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყავალაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ „თბილისი 24“ -თვის სააკაშვილის ვიწრო გარემოცვიდან გახდა ცნობილი.
წყაროს თქმით, სააკაშვილი განაცხადებს, რომ ის „საქართველოს პოლიტიკას საბოლოოდ ეშვება, უკარინაში მიდის,რათა უკრაინელ ხალხს დაეხმაროს“.
წყაროსვე თქმით, სააკაშვილს ამ საკითხის მოგვარებაში გარკვეული ქვეყნის ელჩები ეხმარებიან, რომელთა დაკონკრეტებისგან ინფორმატორი ჯერ -ჯერობით თავს იკავებს.
სააკაშვილი ასევე გააკეთებს განცხადებას იმის, შესახებაც, რომ „იყო გადაცდომები და მისი საქართველოში ჩამოსვლა იყო შეცდომა და ის კონკრეტულად ნიკოლოზ გვარამიამ და ნიკანორ მელიამ შეაცდინეს“.
სააკაშვილი ამ საქმეში დაადანაშაულებს ასევე მამუკმა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გუბაზ სანიკიძეს და სხვა გავლენიან ყოფილ ჩინოვნიკებს.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს ერთადერთი ადამიანი მშობელი დედა – პროფესორი გიული ალასანია ეწინააღმდეგებოდა.
წყაროს თქმით, სააკაშვილს არც ეს და არც სხვა ნაბიჯი არ გადაუდგამს ბიძამისის, გენერალ თემურ ალასანიას დაუკითხავად.
