სამხარაძე ჩვენი ქვეყნის მტერებს: სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, არ გამოგივათ, საკუთარ მახეში არ გაეხვეთ!
“ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანების სიას აქვეყნებს და გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს მტრებს მიმართვს: “სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, არ გამოგივათ,სისტემა მხოლოდ მაშინ ხდება დამნაშავე, როცა დანაშაულზე არ რეაგირებს, პირიქით ახალისებს მას, პრემიებს პირდება თუ ტყვიებს არ დაზოგავენ, როგორც ეს ნაცების მმართველობის დროს ხდებოდა”.
- “ერთი, მხოლოდ ერთი მაგალითი მაინც მომიყვანეთ, ნაცების სისხლიანი რეჟიმის დროს პოლიციელის მიერ მოკლული ადამიანის ან სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევა, სადაც დამნაშავე მყისიერად მიეცათ პასუხისგებაში.
- ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებთ!
გირგვლიანის საქმეზეც რეაგირება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა მთელი საქართველო კვირების განმავლობაში აპროტესტებდა.
გორში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ექვსივე პოლიციელი დაკავებულია და გამოძიება კვლავ გრძელდება.
ჩვენი ქვეყნის მტერებს, ვისაც გორის ფაქტი უხარია და გამალებით ცდილობს კონკრეტული დანაშაული სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინოს, გულწრფელად ვეტყვი, ზედმეტად ნუ აჰყვებიან საკუთარ ნარატივს, რომ აცანცარებულები საკუთარ მახეში არ გაეხვნენ!
სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, არ გამოგივათ!
არ გამოგივათ იმიტომ, რომ მსგავსი პრაქტიკა დღეს არ არსებობს.
სისტემა მხოლოდ მაშინ ხდება დამნაშავე, როცა დანაშაულზე არ რეაგირებს, პირიქით ახალისებს მას, პრემიებს პირდება თუ ტყვიებს არ დაზოგავენ, როგორც ეს ნაცების მმართველობის დროს ხდებოდა.
ამიტომ, ვინც ვერ არჩევს სისტემურ დანაშაულს ცალკეული დანაშაულებრივი შემთხვევისგან, ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე ნუ პროფესორობთ.
სწორედ ამას ჰქვია სისტემური დანაშაული , რომელიც 2003-2012 წლებში არსებობდა:
- სანდრო გირგვლიანი;
- ბუტა რობაქიძე;
- ზურაბ ვაზაგაშვილი;
- გიორგი გამცემლიძე;
- აფრასიძეები;
- ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციისას);
- ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
- დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციისას);
- ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს, ცემით); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას);
- მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე, ხაჭაპურიძის თქმით, უშიშროების თანამშრომელმა ჩაცხრილა);
- სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციისას);
- აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას); ავთანდილ და ვახტანგ გუმაშვილები (მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას);
- ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში);
- ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);
- ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე აბაშის რაიონის, სოფელ მარანში დაკავებისას მოკლეს);
- თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას );
- ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);
- ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას);
- რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);
- გიორგი თელია (მოკლეს, თბილისში საკუთარ სახლში, სპეცოპერასიის დროს);
- ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);
- ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლეს ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში, სპეცოპერაციის დროს _ ე.წ. კორტების საქმე);
- მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციისას);
- ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა);
- ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა);
- მიხეილ კირაკოსიანი (მოკლა პოლიციელმა);
- გიგა ჭარბაძე; ალექსანდრე ხოსიტაშვილი;
- ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციისას);
- როლანდ მახარაძე (მოკლეს ბათუმში, მძევლების გათავისუფლების დროს);
- როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამებით);
- ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);
- გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციისას);
- ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);
- მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად საკუთარ სახლში)
გორი❓- წერს დიმიტრი სამხარაძე.
