თემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს მოღალატე, მდაბიო დიქტატორი და ვაჭარია!
საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი პაატა კვარაცხელია (პეტრე კოლხი) უკრაინის მოქალაქის, მსჯავრდებულ – მიხაილო სააკაშვილის ორმაგ აგენტ ბიძასთან – თემურ ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ალასანია მსჯავრდებულ დისშვილს მოუწოდებს იბრძოლოს, მაგრამ ბრძოლის ფორმა შეცვალოს, (?) ოღონდ არ აკონკრეტებს ფორმას. თავად ემოციური ბიძა, დისშვილს „მეტ სიბრძნეს და ნაკლებ ემოციას“ ურჩევს.
ერთი შეხედვით КГБ -ს გენერალი ცდილობს საზოგადოებაში „ბრძენი ადამიანის“ შთაბეჭდიდლება დატოვოს, თუმც ემოციებს თავად ვერ თოკავს და ბიძინა ივანიშვილთან ერთად კვლავ ქართულ ეკლესიას და ქართველ ერს შეურაცხყოფს და ამბობს, რომ „კითხვებით სავსე ერია, რომელსაც ხშირად პასუხების გაცემის ეშინიათ“.
ალასანია ინტერვიუთი თავად ადასტურებს, რომ ის, დისშვილივით ბოროტებით და ბოღმით სავესე კაცუნა იყო და დარჩა.
ინტერვიუ:
პეტრე კოლხი: ბატონო თემურ, თქვენზე ამბობენ, რომ ხართ ადამიანი, რომელიც ჩრდილში მოქმედებს და სინათლეს მხოლოდ მაშინ ირჩევს, როცა ეს მის ინტერესებშია. ასეა?!
თემურ ალასანია: ჩრდილი და სინათლე მხოლოდ აღქმის ფორმებია, მამაო. ვინც ხედავს მიზანს, მისთვის არც ჩრდილი არსებობს და არც შიში.
პეტრე კოლხი: თქვენზე ამბობენ, რომ იყავით იმ ადამიანების ნაწილი, რომელმაც შექმნა ახალი სტილის საქართველო. დღეს, როცა ქვეყანა თითქოს ისევ წრეზე ტრიალებს, ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას ამ მდგომარეობაზე?
თემურ ალასანია: პასუხისმგებლობა არ არის ერთპიროვნული. ჩვენ ყველანი ვართ ამ ისტორიის თანამონაწილეები — პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, ეკლესია და საზოგადოება. არასწორი არჩევანი ყოველთვის კოლექტიური შედეგია.
პეტრე კოლხი: გეკითხებით პირდაპირ — გააკრიტიკებდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს იმ შეცდომებისთვის, რაც ქვეყანამ გადაიტანა?
თემურ ალასანია: დიახ, გავაკრიტიკებდი. ძალაუფლება კარგავს ღირსებას მაშინ, როცა ის იწყებს საკუთარი სიმართლის აბსოლუტიზაციას. მიხეილს ჰქონდა ენერგია, მაგრამ ზოგჯერ ენერგია იქცევა ქარიშხლად, როცა მას არ მართავს სიბრძნე.
პეტრე კოლხი: და მაინც, ვისზე გადაანაწილებდით პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება — სააკაშვილზე, ივანიშვილზე თუ ხალხზე?
თემურ ალასანია: პასუხისმგებლობა სამკუთხაა — ხელისუფლება მიისწრაფვის აბსოლუტურ ძალაუფლებისაკან , ოპოზიცია ეწინააღმდეგება, ხოლო ხალხი ქმნის ატმოსფეროს, სადაც ეს ყველაფერი ხდება. ჰეგელი ამბობდა, რომ „ერების ბედი არის მათი ცნობიერების ანარეკლი“. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ ცნობიერად ცხოვრებას.
პეტრე კოლხი: თქვენ ახსენეთ ეკლესია — როგორ ხედავთ დღეს რელიგიის გავლენას სახელმწიფოზე?
თემურ ალასანია: რელიგია საქართველოში ხშირად იქცა ინსტრუმენტად, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო სინდისის ხმა. როცა რწმენა პოლიტიკურ ძალად იქცევა, ის კარგავს სიწმინდეს. ღმერთს არ სჭირდება პოლიტიკური მრჩევლები.
პეტრე კოლხი: როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში რელიგია უფრო არის ღვთის სამსახური— შიო მუჯირის მორჩილება თუ სულის გადარჩენის ბიზნესი, რუსული სცენარით?
თემურ ალასანია: სამწუხაროდ, ხშირად ვხედავ, რომ რწმენა იქცა ეკონომიკურად მომგებიან პროექტად. შიო მუჯირი და მისი გუნდი უნდა იყვნენ ადამიანები, რომელმაც ღმერთს ემსახურა დუმილით. ჩვენ კი დღეს ღმერთის სახელით ვყვირით. ეს უკვე არა სულიერი, არამედ პოლიტიკური თეატრია.
პეტრე კოლხი: მიხეილ სააკაშვილს რომ შეხვდეთ დღეს, რას ეტყოდით?
თემურ ალასანია: ვეტყოდი, რომ ბრძოლა ღირს, მაგრამ ბრძოლის ფორმა უნდა იცვლებოდეს. ენერგია, რომელიც ოდესღაც მას ქმნიდა, დღეს შეიძლება ანგრევდეს.
პეტრე კოლხი: და რას შეაცვლევინებდით მასში, ეს რომ შეგეძლოთ?
თემურ ალასანია: მეტ სიბრძნეს და ნაკლებ ემოციას. პოლიტიკა არ არის თეატრი, სადაც აპლოდისმენტები განსაზღვრავს სიმართლეს.
პეტრე კოლხი: ახლა კი პირდაპირ — ვინ არის ბიძინა ივანიშვილი თქვენი თვალით?
თემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილი არის პარადოქსი —ადამიანი, რომელმაც შეძლო სიმდიდრით მოეპოვებინა ძალაუფლება, მაგრამ ვერ შეძლო ძალაუფლებით მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე. ის ჰგავს დოსტოევსკის გმირს, რომელიც სიკეთესაც კი იყენებს როგორც კონტროლის ფორმას.
პეტრე კოლხი: თქვენ გგონიათ, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას თუ ხალხის ნება მართავს მას?
თემურ ალასანია: ძალაუფლება ყოველთვის ორმხრივი ილუზიაა. პლატონი ამბობდა, რომ „მმართველი, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავში მოქალაქეს, უკვე ტირანია“. დღეს ეს საზღვარი საქართველოში არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს მოღალატე, მდაბიო დიქტატორი და ვაჭარია!
პეტრე კოლხი: როგორ ხედავთ ქართველ ხალხს — ემოციურ ერს, რომელიც ხშირად საკუთარ გმირს ან აღმერთებს, ან ანგრევს?
თემურ ალასანია: ქართველი ხალხი არის სოკრატესეული ერი — კითხვებით სავსე, მაგრამ ხშირად პასუხების გაცემის ეშინიათ. ჩვენ გვიყვარს სიმართლე, მაგრამ გვიჭირს მისი მოსმენა. ეს ჩვენი ტრაგიზმია და სიძლიერეც, თუ წარსულ შეცდომებს გაითვალისწინებს დღევანდელი ახალგაზრდობა, რომელიც ბევრად ნიჭიერი, ბევრად ჭკვიანი და თავიუფლების მოყვარეა ვიდრე საბჭოთა თაობა.
პეტრე კოლხი: და ბოლოს — რა არის თქვენი პირადი პოსტულატი საქართველოს მომავლის შესახებ?
თემურ ალასანია: საქართველო გადარჩება მაშინ, როცა საკუთარ ისტორიას აღარ გამოიყენებს როგორც იარაღს, არამედ როგორც სარკეს. სპინოზა ამბობდა, რომ „გონიერება იწყება მაშინ, როცა შიში მთავრდება“. ჩვენ ჯერ კიდევ გზაზე ვართ ამ შიშის გადალახვისკენ.
საჭიროა მოქმედება, შიში დამღუპველია. ბრძოლას შეიძლება ბევრჯერ წააგო, მაგრამ არ უნდა დანებდე, უნდა მოიგო ომი, რომელიც შენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
