9 მარტი 2026

ტრუმპი: ირანი ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული

ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია, ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება.

  • ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ირანის ისეთ ახალ ლიდერს არ მიიღებს, ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც „ხუთ წელიწადში“ აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს.

  • „დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.