9 მარტი 2026

სამადაშვილი: “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ჩემს მახინჯ ცხვირს ემსგავსება

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება“ მის ცხვირს ემსგავსება, როცა მათ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელი.

  • “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახალი კანონები არის აბსურდული შინაარსის და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.
  • ცხადია, ამ მახინჯი კანონების გამოყენება შერჩევითად მოხდება, კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად, კონკრეტული ადამიანების თუ ორგანიზაციების სისხლის სამართლებრივი დევნისთვის.
  • ყველა ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ადრე თუ გვიან სტრასბურგის სასამართლოს ამის დადგენის შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად. (ცხადია, თუ ევროსაბჭოდან ჩვენს გამოყვანასაც არ დაავალებს რეჟიმს რუსეთი).
  • პოლიტიკურად კი, მიღებული კანონები მხოლოდ რეჟიმის ავტოკრატიული შინაარსის შემდგომ ლეგიტიმაციას ახდენს. შესაბამის შედეგს გამოიღებს საერთაშორისო კონტექსტშიც, რეჟიმის შემდგომი იზოლაციის თვალსაზრისით. “ქართული ოცნება” სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით ჭაობში უფრო ღრმად ჩადის“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.