მიკროფონი რომ ვიბრატორში ერევათ…
‼️ ყალბი ინფორმაციის გავრცელება გახადეთ დასჯადი: საზოგადოების გადარჩენის გზა!
დღესდღეობით, ქართულ მედიაში ორი უმთავრესი პრობლემა იჩენს თავს, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციის ხარისხს არღვევენ, არამედ საზოგადოების სულიერ და მორალურ საფუძველსაც ურყევენ.
ბეჭდურ მედიაში გავრცელებულია ვრცელი, გაჭიანურებული პასკვილები – ისეთი სტატიები, რომლებიც გვერდებზე იჭიმება, მაგრამ სრულად მხოლოდ 10% კითხულობს. უმრავლესობა სათაურით შემოიფარგლება და იქვე იღებს “სიმართლეს”, რომელიც ხშირად დამახინჯებულია.
აუდიო-ვიზუალურ მედიაში კი სიცრუე ბატონობს – ისეთი ტყუილი, რომელიც თვალით დანახულს და ყურით მოსმენილს ერთდროულად ურტყამს გულს და გონებას.
პრინციპში, ტყუილი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ მისი ეფექტი განსაკუთრებით დამანგრეველია, როცა ვიზუალური და აუდიო ელემენტები ერთიანდება და მილიონებს აღწევს.
რატომ არ უნდა ხალხს ვრცელი, 2-3 გვერდიანი მონოლოგების კითხვა?
რატომ ურჩევნიათ მოკლე, კონკრეტული ინფორმაცია?
პასუხი მარტივია: დროის უქონლობა და ინფორმაციის ზღვაში ჩაძირვის შიში.
თუ სულ ახლო წარსულში, ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები სანდო ინფორმაციას მხოლოდ მწირი საშუალებებით იღებდნენ – რადიო, ორიოდე მკაცრად კონტროლირებადი ტელეარხი, გაზეთები როგორიცაა “კომუნისტი” თუ “საქართველოს რესპუბლიკა” – დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია.
განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის მიღება და გავრცელება იმდენად მასშტაბური და ელვისებური გახდა, როგორც არასდროს ისტორიაში.
ეს არის ნამდვილი ინფორმაციული ქარიშხალი, რომელიც ადამიანის ტვინს აღარ აძლევს შესაძლებლობას, აღიქვას და გადაამუშავოს ყველაფერი.
ყოველი წუთს მოაქვს ახალო ტალღა – არა დღეების ან საათები!
ამას ემატება ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებიც სანდოობის დადგენას ართულებენ.
დიფფეიკები, AI-გენერირებული ვიდეოები, ფოტოშოპი – ეს ყველაფერი მანიპულატორებს ხელს უწყობს.
მოსყიდული ჟურნალისტები, შიდა და გარე აგენტურა, მავნე ჯგუფები და პოლიტიკური ძალები ამით საზოგადოებრივ აზრს მანიპულირებენ.
წარმოიდგინეთ: ერთი ცრუ პოსტი ფეისბუქზე და მილიონები ირწმუნებენ!
ეს არის ტრაგედია, რომელიც გულს გვწყვეტს – როგორ შეიძლება, რომ ჩვენი საზოგადოება, რომელმაც ამდენი ბრძოლა გამოიარა თავისუფლებისთვის, ახლა მიზანმიმართული სიცრუის მსხვერპლი გახდეს?
თუ 1980-2000-იან წლებში სასურველი პირის კომპრომეტაციისთვის ოპერატიული სამსახურები კვირებს ხარჯავდნენ – აზრის მოხარშვა, აგენტამდე მიტანა, გავრცელება და შედეგის ლოდინი – დღეს ეს წამებში ხდება.
მაგალითად, ლილუაშვილის დაქალი, ქალფლუნა კილაძე, დაწერს სისულელეს, “მიასხავს” ბრალდებას ვინმეს და ფეისბუქის “ტუგადუნი” საზოგადოება აჟრიამულია!
სუს-ის შედეგიც მაშინვე მოდის. ეს არის სამარცხვინო რეალობა, რომელიც გვაწამებს და გვახსენებს, როგორი მოწყვლადები ვართ ტყუილის წინაშე.
ამ გარემოებას ემატება სამართლებრივი ვაკუუმი საქართველოში.
ქართული კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს, არ იძლევა საკმარის ბერკეტებს ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ.
არ არსებობს ჟურნალისტთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომელიც პროფესიონალიზმს და ეთიკას უზრუნველყოფდა.
ნებისმიერი ბერდია, რომელიც გუშინ სოფელ ნაკიფუდან ჩამოვიდა, შეიძლება მიკროფონი ხელში აიღოს (რომელიც ზოგჯერ ფალოსის ვიბრატორად ეჩვენება) და ავრცელოს სიცრუე, რომელსაც შავნოდარი ჩაჰხავის ყურში.
სინდისი და ნამუსი არ აქვს?
არ აქვს პრობლემა!
პრემიერის ბრიფინგზე ლეგიტიმური კითხვის ნაცვლად მონოლოგით გამოდის, ლანძღავს, ნერვებს უშლის – და შემდეგ თავს “ჟურნალისტად” მიიჩნევს, ღვთის მესიად!
სამართლებრივად რომ ვილაპარაკოთ, ეს უნდა შეიცვალოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (მუხლი 157 – ცილისწამება) უკვე არსებობს ნორმები, რომლებიც ტყუილის გავრცელებას სჯის, მაგრამ ისინი არასაკმარისია მასობრივი დეზინფორმაციისთვის.
ევროკავშირის მაგალითზე (როგორიცაა ევროპარლამენტის 2022 წლის რეზოლუცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ), საქართველომ უნდა შემოიღოს სპეციალური კანონი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას დასჯად გახდის – ჯარიმებით, პატიმრობით და მედიის ლიცენზიის ჩამორთმევით.
საერთაშორისო უფლებათა კონვენცია (ICCPR, მუხლი 19) აღიარებს, რომ სიტყვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.
რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ესტონეთმა და ლატვიამ უკვე შემოიღეს მსგავსი ზომები , რუსეთის წინააღმდეგ თუ შეიძლება, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ?
ეს არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ აუცილებელია, რათა დავიცვათ ჩვენი, ქართული დემოკრატია!
ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ძვრები – როგორიცაა მედიის რეფორმები და საზოგადოებრივი დებატები – იმედს მაძლევს,რომ დადგება დრო, როდესაც “კრიტიკული მედიის” მანტიაში გახვეული სიცრუის და ბოღმის მთხეველებს კანონიერი პასუხი მოეთხოვებათ, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის, საზოგადოებისთვის სენსიტიური ინფორმაციის დამახინჯებისთვის.
ეს გახდება დასჯადი – და ეს იქნება ჩვენი გამარჯვება ტყუილის წინააღმდეგ!
ჩვენი შვილები იმსახურებენ სიმართლეს, არა მოტყუებას. გავიღვიძოთ!
