22 თებერვალი 2026

დაკავების დღეს კილაძე ნეპალში ქალიშვილთან გარბოდა

‘თბილისი 24″-ის წყაროს ინფორმაციით საგამოძიებო სამსახური ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას,მასზდ რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე სასწრაფო წესით, სომხეთის სასაზღვრო პუნქტის გავლით,ერევანის აეროპორტიდან ქალიშვილთან – ნეპალში გარბოდა.

ე. კილაძემ , იმის დასარწუნებლად, რომ მის მიმართ არ ხორციელდებოდა საპოლიციო თვალთვალი, დილის 5 სთ- ზე დატოვა საცხოვრებელი სახლი და შევიდა იქვე მდებარე კარფურში.

პარალელურად, მისი ძმა ახდენდა ე. კილაძის კუთვნილი ნივთების ავტომანქანაში განთავსებას.

ე. კილაძის დაკავებისას სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მისი კუთვნილი სხვადასხვა ნივთები ,კომპიუტერი, ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები (!) სადაც , მოპოვებული ინფორმაციის თანახმად , ნაპოვნი იქნა სხვადასხვა მოქალაქეთა მაკომპრომატირებელი (მათ შორის კერძო ცხოვრების ამსახველი) ბეჭდური,ვიდეო და აუდიო მასალა.

ინფორმაციის დეტალური შესწავლის შემდეგ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დამატებით იქნება გავრცელებული.