ვფიქრობ,უკრაინა ჩვენი მტერია, უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში, ისინი ომში ჩაგვითრევენ
“ახლა ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში. მე უნგრელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს მათთან ერთად სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრობა, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს, ორგვარ პრობლემებს.
- პირველი, ისინი ომში ჩაგვითრევენ. ეს სიმართლედ რჩება მაშინაც, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. ვის შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ომი აღარ იქნება იგივე ფორმით. არავის შეუძლია ამის გარანტირება.
- ჩვენ წევრები თუ ვიქნებით, ისინი ომში ჩაგვითრევენ, ამიტომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში უახლოეს მომავალში. ისინი წარმოადგენენ ჩვენთვის ომის მუდმივ საფრთხეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიშვას ახალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ჩვენ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო.
მეორე პრობლემა იქნება, თუ უკრაინელებს შემოვუშვებთ. ფერმერები, ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლები უკვე წუწუნებენ იქიდან შემოსული მიგრანტების გამო… ისეთი რამ, რაც ყველასთვის კარგი იქნება და არა ისეთი რამ, რაც მხოლოდ მათთვის იქნება სასარგებლო და ჩვენთვის ზიანის მომტანი. ამას მე სტრატეგიულ პარტნიორობას ვუწოდებ.
ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ წევრობაზე არა, არამედ იმაზე, როგორ ვივაჭრებთ, როგორ განვახორციელებთ ინვესტიციებს ისეთი ვალდებულების აღების გარეშე, რომელიც მათთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაგვითრევს. ეს არ უნდა მოხდეს
ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინელებთან, მაგრამ წევრობა გამორიცხულია. უკრაინელებმა უნდა გაიგონ, მათ უნდა თქვან უარი ბრიუსელში გაჟღერებულ მუდმივ მოთხოვნებზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ, ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენი მტერია“ , განაცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.
