მე რომ ეშმაკებს ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი, შენ იმ ეშმაკებისკენ იყავი?
ესე იგი, რა გამოდის, ძია?
მე რომ ეშმაკებს ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი, შენ იმ ეშმაკებისკენ იყავი?
ანუ, მე შენკენ და შენ ეშმაკებისკენ?
🤓
თურმე როგორი გულუბრყვილო ვყოფილვარ. თურმე, მე რომ შავნოდარას გამამძიებელი დედაკაცი მომივარდა სახლში და რაღაცნაირი შეკითხვები დამაყარა, შენი მოგზავნილი ყოფილა. არაააა… არ მინდა, ეგ დავიჯერო… უფრო სწორად, მინდა, ვცდებოდე. არადა, ფაქტია, შენ თუ შავნოდარას და ავ ინგას აფინანსებდი, მაშინ ის დედაკაცი შენი მოგზავნილი გამოდის.
იცი, რა ,,ბრალდება” წამომიყენა შავნოდარას დედაკაცმა? შენ ბიძინა ივანიშვილთან ხარ შეკრული და ვისი გამწარებაც მოუნდება, შენი ხელით ამწარებს, რაღაცებს გაწერინებსო, ,,დაჟე” თავის მინისტრებზეო.
დიდი მადლობა, ჩემზე ასეთი წარმოდგენა რომ აქვთ (თუ გაქვთ), თურმე პირველი კაცები რაღაცებს მეკითხებიან და მინისტრებს ერთად ვამწარებთ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არ გამოვიდა ლამაზი სიუჟეტი.
🤓
ვიმეორებ: ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, რომ ვცდებოდე. ამიტომ ვითხოვ, პროკურატურამ დაასახელოს, კონკრეტულად ვის და რომელ ე.წ. ოპოზიციურ საინფორმაციო საშუალებებს აფინანსებდა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი.
რა საინფორმაციო საშუალებები? ეგენი არიან ტერორისტული ორგანიზაციები და გამოდის, შენ აფინანსებდი ტერორისტებს, ძია!
კორუფცია და ხელის წაცდომა იქით იყოს, თუ მარტო ეგ იქნებოდა, ვიტყოდი, ცდუნებას ვერ გაუძლო, მომენტი ჩაუვარდა, ადამიანური სისუსტე გამოამჟღავნა-მეთქი, მაგრამ როცა იმ ეშმაკების მხარეს ხარ, რომლებსაც მე ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი, რა უნდა ვიფიქრო?
🤓
ჩვენ ხომ ერთი-ორ ღონისძიებაზეც შევხვედრივართ ერთმანეთს? სურათიც გადავიღეთ. ერთხელ გითხარით კიდეც, სურათი გადავიღოთ, ,,ნაცებს” ბნედა დაემართებათ-მეთქი. მაშინ გულიანად გაიცინე და მეგონა, ჩემი და ქვეყნის უსაფრთხოება საიმედო ხელში იყო. აბა, მე რა ვიცოდი? მესამედ ვამბობ: მინდა, ვცდებოდე.
🤓
ახლა ამბავია ატეხილი, ძია, ლილუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატაო. როგორ, კაცო, ეს როგორ გააკეთაო? ადრე მეც ასე ვფიქრობდი ,,მავნებზე”, ნეტავ ამ კაცს რატომ ღალატობენ-მეთქი? ახლა აღარ ვფიქრობ ასე, რადგან ერთმა ჩემმა ახლობელმა და ძვირფასმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი გადმომცა: ,,ეგენი მე კი არა, უპირველესად საკუთარ თავებს, ოჯახებს, მეგობრებსა და ქვეყანას ღალატობენ”.
დიახ!
ეშმაკებთან წილის ყრა საკუთარი თავისა და ოჯახის ღალატია!
🤓
კიდევ რა ვთქვა? გუშინ არაფერი დავწერე, მინდოდა, ეს ამბავი კარგად გამეცნობიერებინა, უამრავი მოსაზრება მოვისმინე. ჩემთვის ასევე ძვირფასმა ადამიანმა, მაია ნიკოლეიშვილმა ,,ჯორჯიან ტაიმსის” ეთერში შეკითხვა დასვა, თუ ლილუაშვილი გარიგებული იყო ე.წ. რევოლუციონერებთან, მაშინ ხელისუფლება რატომ ვერ დაამხეს, რევოლუცია რატომ ვერ მოხდაო?
არის ამ შეკითხვაში საყურადღებო აზრი, მაგრამ შეგვიძლია, ამ თემას სხვა მხრიდანაც მივუდგეთ: ლილუაშვილი ლენინი ხომ არ იყო, რევოლუციურ მოძრაობას გარანტად დასდგომოდა? მერე რა, რომ იგი უსაფრთხოების სამსახურის შეფი იყო? არდამხობასა და ვერდამხობას შორის არის სხვაობა, ხომ? არ დაგვავიწყდეს, მეორე მხარეს ნამდვილად არ დგანან ბამბის მრჩევლები.
🤓
რა ვქნათ ახლა, ძია? მოდი, დაამტკიცე, რომ მართალი ხარ, ამის საშუალება დღეს უკვე არის.
ისე, მაინც ვერ გამიგია, ამხელა თანამდებობის კაცს ეშმაკებთან გადაბარგება რაში გჭირდებოდა? არ ვიცი, შეიძლება დაგაშანტაჟეს, მაგრამ რავი, მაინც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. პრინციპში, აღარც მიკვირს, აგერ, გახარია გვეჯდა პრემიერ-მინისტრად და შენი ამბავი რაღა მოსატანია?!
🤓
