12 იანვარი 2026

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს დატოვეთ ტროტუარიო, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ?

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი. აბა რა ვქნათ, უნდა გავფრინდეთ ცაში? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით, – ამის შესახებ სოციოლოგმა და საზოგადო მოღვაწემ იაგო კაჭკაჭიშვილმა ერთ-ერთი ორღობის მედიის გადაცემაში განაცხადა.

  • „დღეს სრულიად აბსურდული მიზეზით შეიძლება დაიჭირონ პოლიტიკოსი. შეიძლება ისეთი კანონმდებლობა შემოიღონ, რომლის არდარღვევაც პოლიტიკიდან წასვლა იქნება. მაგალითად, ამ წუთას ჩვენ აქ ვლაპარაკობთ და რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მოსთხოვა მომიტინგეებს, რომ მათ დატოვონ ტროტუარი.
  • დავტოვოთ ტროტუარი, არ გადავიდეთ ქუჩაზე – აბა რა ვქნათ, უნდა გავფრინდეთ ცაში? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით.
  • წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ აზრთან. ეს კანონი და ზოგადად ის ბრუტალური კანონმდებლობა, რომელიც მიიღო ამ ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა. წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და დემოკრატიის საერთაშორისო გამოცდილებასთან. ხელისუფლება სულ უფრო და უფრო კარგავს რაიმე საერთოს დემოკრატიულ კულტურასთან“, – განაცხადა საზოგადო მოღვაწემ.