2 დეკემბერი 2025

კომუნისტური ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

კომუნისტური ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორია. როგორც Deutsche Welle წერს, ამ პოზიციაზე ჩინეთმა შეერთებული შტატები ჩაანაცვლა.

  • იანვრიდან სექტემბრამდე, ჩინეთის იმპორტი გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა. გერმანელი ექსპერტები ჩინურ კომპანიებს დემპინგში ადანაშაულებენ და ევროკავშირისგან ტარიფების დაწესებას მოითხოვენ“, – წერს სტატიის ავტორი.

გამოცემა, ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე, გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა და 124.5 მილიარდ ევროს მიაღწია.

  • ორ ქვეყანას შორის მთლიანმა ვაჭრობამ, იმპორტისა და ექსპორტის ჩათვლით, 185.9 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასობაში, გერმანიის ექსპორტი ჩინეთში 12.3%-ით შემცირდა და 61.4 მილიარდ ევროს მიაღწია”, – წერს Deutsche Welle.