საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური
საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ ევროკაბიუროკრატების მიერ შსს-ს მინისტრის მოადგილის ევროკავშირიში არ შეშვების შესახებ.
- „ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომას, სწორედ ისინი აჩვენებენ, რომ ღირსებაზე ბოლომდე ამბობენ უარს, როდესაც ბოლომდე გაურბიან ყველანაირ დისკუსიას, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. სათქმელი არ აქვთ უბრალოდ არაფერი, მათ შორის ადამიანის უფლებების თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
