2 დეკემბერი 2025

აიკრძალოს ერთ პარტიაზე მეტის წევრობა, გამოქვეყნდეს პოლიტიკურ პარტიათა წევრთა სია

საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის პროექტით, საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილ პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი.ეს წესი გავრცელდება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალური არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებზე.

საქართველოში პარტიების მოღვაწეობა  დამოუკიდებლობის მიღების დღიდან მიშვებულია და უმეტეს შემთხვევაში ( გარდა პარტიის რეგისტრაციის ) ერთიან სახელმწიფო რეგულაციას არ ექვემდებარება.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური პროგრესის  თანამდროვე  დონეს გაუთანაბრდეს არსებული  საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად ხმის მიცემის პროცედურა. დღეს, საარჩევნო პროცესის  ელექტრონული წესით ჩატარება,  მხოლოდ  ბიულეტინების  სკანირებას  არ უნდა მოიცავდეს.

ამისათვის საჭიროა:

1.            საარჩევნო პროცესის სრული გაციფრულება,როცა ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდება   სპეციალურად შექმნილი  (ონლაინ გადახდების მსგავსი აპარატების , მაგ: TBC PAY)  საგანგებოდ  დაწერილი პროგრამის  საშუალებით,   უშუალოდ სახლიდან პერსონალური კომპიუტერის ან ტელეფონის მეშვეობით,

2.              ხმის მიცემის პროცედურის შესრულების  შემდეგ  მოქალაქეს საარჩევნო აპარატიდან  (ბანკომატიდან)  სურვილის შემთხვევაში მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის (ხმის მიცემის განხორციელების)  დამადასტურებელი შესაბამისი ქვითარი, რაც გათანაბრებული იქნება  ოფიციალურ დოკუმენტთან,ასევე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელს სმს-ს.

3.            გაუქმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია  (2020 წლის მონაცემებით 531  საშტატო ერთეული, დაფინანსება 72,569 მლნ ლარი) და   ჩამოყალიბდეს  “ერთიანი საარჩევნო საინფორმაციო ცენტრი “, პარტიაში მონაწილეთა ოდენობის შემადგენლობით, სადაც  კანონის თანახმად არჩევანში მონაწილე თითოეული პარტია  წარმოდგენილი იქნება  საკუთარი წარმომადგენლის – თითო  IP  სპეციალისტის სახით, რომლებიც პირდაპირ რეჟიმში „ონლაინ“ დააკვირდებიან ხმის მიცემის პროცედურას და ხელს მოაწერენ საბოლოო  საარჩევნო ოქმის შედეგს.  შესაძლებელი იქნება ასევე უცხოელი  IP სპეციალისტის დამკვირვებლად მოწვევა,

4.            ელექტრონული არჩევნების გზით მოხდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიების ხელახალი რეგისტრაცია.  2019 წლის  მონაცემებით  საქართველოში 238  პოლიტიკური პარტიაა.   პარტია  რეგისტრირებულად ჩაითვლოს, თუ მიიღებს  ქვეყანაში რეგისტრირებული საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის  1 %-ს მიანც.  ( დახ.20.000 ხმას)

5.            „ პოლიტიკური პარტიების შესახებ“  საქართველოს კანონით, ასევე კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს  აეკრძალოს ერთზე მეტი პარტიის წევრობა.

კანონით ერთ პარტიაზე მეტის წევრობის აკრძალვა (ანუ დუალური ან მრავალჯერადი წევრობის შეზღუდვა) ხდება რამდენიმე ქვეყანაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას პარტიული ლოიალობა და თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტები ინტერესებში.

ეს შეზღუდვა ხშირად გათვალისწინებულია პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონებში და შეიძლება გულისხმობდეს ავტომატურ გასვლას წინა პარტიიდან ან ფასიანს.

მოლდოვა:  პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი (2007), მუხლი 7(2)

მოქალაქე ვერ იქნება ერთდროულად ორი ან მეტი პარტიის წევრი.  ახალი პარტიაში შეუერთების შემთხვევაში ავტომატურად კარგავს წინა წევრობას.

უმინეთი:  პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი (№14/2003), მუხლი 8(1-2)

რომანიის მოქალაქე ვერ იქნება ერთდროულად ორი ან მეტი პარტიის წევრი. ახალი წევრობა იწვევს წინა პარტიიდან გასვლას.

ქვეყნები, სადაც რამდენიმე პარტიაში წევრობა აკრძალულია:

დემოკრატიების უმეტესობას, როგორიცაა გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, როგორც წესი, აქვს მონოგამიური წევრობის წესი: მოქალაქეებს არ შეუძლიათ ერთდროულად იყვნენ ერთზე მეტი პოლიტიკური პარტიის წევრები.

მაგალითად, გერმანიაში, კანონმდებლობა აშკარად კრძალავს ორმაგ წევრობას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად ყველა პარტიას მოითხოვს ექსკლუზიურ წევრობას.

6.            პარტიის წევრთა სიის გამოქვეყნება  საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე  გახდეს სავალდებულო.

პოლიტიკური პარტიების წევრთა სიების საჯარო ხელმისაწვდომობის  შესანიშნავი მაგალითი , სადაც პარტიული კავშირი საჯაროდაა ხელმისაწვდომი არსებობს  შეერთებული შტატებში.

შტატების უმეტესობაში ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის (მაგ. საარჩევნო კამპანიებისთვის ან კვლევებისთვის), მაგრამ შეზღუდვებით კონფიდენციალობისთვის (მაგ. ზოგ შტატში სახელის გამოკვეთა შესაძლებელია).

მაგალითები ნაწილობრივ ან პარტიული დონეზე:

გაერთიანებული სამეფო (UK): პარტიები (მაგ. Labour ან Conservatives) არ აქვეყნებენ სრულ სიებს, მაგრამ წევრობის რიცხვები საჯაროა Electoral Commission-ის მეშვეობით. ზოგჯერ ლოკალური განყოფილებები აქვეყნებენ ნაწილობრივ სიებს არჩევნებისთვის, მაგრამ არა ყველა წევრს.

შვედეთი: პარტიები (მაგ. Social Democrats) აქვეყნებენ წევრობის რიცხვებს, მაგრამ სიები კონფიდენციალურია. მაღალი წევრობის გამო (დაახლოებით 4-6% მოსახლეობა პარტიის წევრია), ზოგჯერ კვლევებში იყენებენ შეზღუდულ მონაცემებს, მაგრამ არა სრულად საჯარო.

გერმანია: პარტიები (მაგ. CDU ან SPD) მხოლოდ წევრობის რიცხვებს აქვეყნებენ, სიები კონფიდენციალურია კანონით (Datenschutz). კონსტიტუცია მოითხოვს პარტიების გამჭვირვალობას, მაგრამ არა წევრების პირად მონაცემებს.

ევროპის კავშირი: მხოლოდ 7 ქვეყანაში (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, პოლონეთი, ხორვატია) მოითხოვება დონორების იდენტობის გამოქვეყნება, მაგრამ წევრებზე არა.

7.            კანონის შესაბამისად  მოქმედი პოლიტიკური პარტიები  სახელმწიფოსთან და  პარტიებს შორისი ურთიერთ თანამშრომლობის გასამარტივებლად,   მოქმედი პოლიტიკური პარტიები შიდასტრუქტურულად დაიყოს მიმართულებებად,  ქვეყანაში  მოქმედი სამინისტროების მიხედვით, სადაც ცალკეული მიმართულებების ხელმძღვანელი წარმოდგენილი იქნება  კონკრეტული პარტიის  პოლიტიკურ საბჭოში.